MEETING ROOM - ბიზნეს კონფერენციების სერია პაშა ბანკისგან

MEETING ROOM პაშა ბანკის მიერ ინიცირებული პროექტია. ეს არის სხვადასხვა ინდუსტრიაზე ფოკუსირებული ბიზნეს კონფერენციების სერია, რომელიც ქმნის ახალ პლატფორმას აღნიშნული სფეროების წარმომადგენლებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ იდეების და სასარგებლო გამოცდილების ურთიერთ გაზიარებას.

MEETING ROOM - ის ფარგლებში პირველი კონფერენცია 2016 წლის 25 მაისს ჩატარდა და შეხვედრის თემა „სასტუმროების დეველოპმენტი საქართველოში“ იყო. აღნიშნული შეხვედრის მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია და Colliers International.

2016 წლის 6 დეკემბერს სასტუმრო რედისონში პაშა ბანკი პროექტის MEETING ROOM-ის ფარგლებში გაიმართა რიგით მეორე ბიზნეს-კონფერენცია, რომელიც ამჯერად დაეთმო საქართველოში განახლებადი ენერგიის განვითარებას ჰიდროელექტროსადგრურების მაგალითზე.

კონფერენცია ჩატარდა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ESCO) და საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მხარდაჭერით.

2017 წლის 9 ივნისს სასტუმრო რედისონში პაშა ბანკმა პროექტის MEETING ROOM-ის ფარგლებში რიგით მესამე ბიზნეს-კონფერენცია გამართა თემით „ჯანდაცვის სექტორის განვითარება საქართველოში“.