შეღავათიანი აგროკრედიტი

პაშა ბანკი პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში, მოქნილ და ბიზნესის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ სესხებს სთავაზობს მსხვილ, საშუალო და მცირე საწარმოებს, რომლებსაც აქვთ 1 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის წლიური ბრუნვა, ან აქვთ პოტენციალი, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მიაღწიონ ამ მაჩვენებელს.

პროექტი ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ხორციელდება სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს - "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში.

პროექტის მიზანია სოფლის მეურნეობის წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისათვის ხელშეწყობა ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით. 

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ, იხილეთ ვებ-გვერდზე: http://apma.ge/