პაშა ბანკი შეუერთდა სისხლის უანგარო დონორთა აქციას ,,გაიღე სისხლი, აჩუქე სიცოცხლე’’

22 ივლისს პაშა ბანკი შეუერთდა სისხლის უანგარო დონორთა აქციას ,,გაიღე სისხლი, აჩუქე სიცოცხლე’’, რომლის ფარგლებში ბანკის თანამშრომლებმა ჩააბარეს სისხლი ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის სისხლის ბანკს.

აღნიშნული სისხლის ბანკიდან სისხლით და მისი კომპონენტებით მარაგდება საქართველოს მასშტაბით 40-ზე მეტი კლინიკა და თავად ინსტიტუტის პაციენტები. 

სოციალური პასუხისმგებლობა პაშა ბანკის საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია და აღნიშნულ აქციაში ბანკის თანამშრომლები მომავალშიც მიიღებენ მონაწილეობას.