სტაჟირება

პაშა ბანკის სტაჟირების პროგრამა თქვენი კარიერის შესანიშნავი დასაწყისია. ჩვენ გთავაზობთ სტაჟირების განსხვავებულ, ანაზღაურებად პროგრამებს სრულ განაკვეთზე დასაქმების შესაძლებლობით წარმატებული და დაინტერესებული სტაჟიორებისათვის. ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და ცნობისმოყვარე ახალგაზრდებს და ვთავაზობთ საინტერესო პროგრამებს თეორიული და პრაქტიკული სწავლებით.

თუ თქვენ ხართ დაინტერესებული საზოგადოებასთან ურთიერთობით და მარკეტინგით, ადამიანური რესურსებით, კორპორაციული მართვით ან საინფორმაციო ტექნოლოგიებითა და საბანკო სისტემებით - შეავსეთ განაცხადი.  თქვენთვის საინტერესო დეპარტამენტში სტაჟიორის ვაკანსიის გაჩენის შემთხვევაში დაგიკავშირდებით და ჩაგრთავთ შერჩევის პროცესში, თუ თქვენი მონაცემები დააკმაყოფილებს დეპარტამენტის მოთხოვნებს.

სტაჟირების ადგილები შეზღუდულია და შერჩევა კონკურენტულ გარემოში მიმდინარეობს. სტაჟირებისათვის საჭირო მინიმალურ მოთხოვნებში შედის ინგლისური ენის კარგი ცოდნა და მინიმალური განთლება - ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსი

სპეციალური პროგრამა

ფინანსური აუდიტის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის ფაკულტეტების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ვთავაზობთ სტაჟირების სპეციალურ პროგრამას. მოცემული პროგრამა მოიცავს როტაციით სტაჟირებას ფინანსურ, ხაზინის, საოპერაციო და ბიზნესის განვითარების დეპარტამენტებში.

სპეციალური პროგრამისთვის შერჩევა ცხადდება წელიწადში ორჯერ (თებერვალი, ოქტომბერი) და შედგება ტესტირებისა და გასაუბრებისგან.

მოკლე აღწერა:

სპეციალური პროგრამის პირველი ეტაპი მოიცავს ორ-თვიან სტაჟირებას ზემოაღნიშნულ მასპინძელ დეპარტამენტებში - ორ-ორი კვირა თითო დეპარტამენტში. ყოველ დეპარტამენტში როტაცია საშუალებას მოგცემთ, შეიძინოთ ცოდნა საბანკო სექტორის ყველა უმნიშვნელოვანეს სფეროში. დეპარტამენტებში ჩატარებულ პრაქტიკულ ტრენინგებთან ერთად სტაჟირება მოიცავს 20 საათიან თეორიულ კურსს. პირველი ეტაპის ბოლოს ხდება სტაჟიორების შეფასება და ტესტირება. წარმატებული სტაჟიორები გააგრძელებენ სტაჟირებას მომდევნო სამი თვის განმავლობაში. 

წარმატებულ  და მოტივირებულ სტაჟიორებს მიეცემათ პაშა ბანკში კარიერის განვითარების შესაძლებლობა.

მოთხოვნები სპეციალური პროგრამისათვის:

მინიმალური განათლება: ფინანსების, აუდიტის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მენეჯმენტის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსი. 
უცხო ენები: ინგლისური - Upper-Intermediate;  რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
სტაჟირების ტიპი: სრული განაკვეთი 
საერთო ხანგრძლივობა: I ეტაპი - 2 თვე; II ეტაპი - 2 თვე
თეორიული კურსის ხანგრძლივობა: 20 საათი
მასპინძელი დეპარტამენტები: ბიზნესის განვითარების დეპარტამენტი, ხაზინის დეპარტამენტი, ფინანსური მართვის დეპარტამენტი, საოპერაციო დეპარტამენტი. 

ამჟამად ვაკანსიები არ გვაქვს.