მისია

პაშა ბანკი ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას. ჩვენ ორიენტირებული ვართ როგორც საკუთარ, ასევე ჩვენი კლიენტების წარმატებაზე და მათთან ურთიერთობისას ვცდილობთ ვიყოთ ორმაგად ყურადღებიანი. ჩვენი კლიენტების ინტერესი ჩვენი კორპორატიული სტრატეგიის ქვაკუთხედია და მიზნად ვისახავთ როგორც საკუთარი, ასევე მათი ბიზნესის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.