პაშა ბანკი

პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.


პაშა ბანკი არის პაშა ჰოლდინგის ნაწილი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს აზერბაიჯანის წამყვან საინვესტიციო ჯგუფს და ფლობს აქტივებს ისეთ სფეროებში, როგორიც არის დაზღვევა, კორპორაციული და საცალო საბანკო საქმიანობა, ქონების მართვა, მშენებლობა და ტურიზმი. ჰოლდინგის კაპიტალმა 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 6.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 


პაშა ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 2013 წლის თებერვალში დაიწყო და 2018 წლის დეკემბრის მდგომარეობით მისმა მთლიანმა აქტივებმა 327 მილიონ ლარს გადააჭარბა. ბანკი გამოირჩევა მომსახურების მაღალი ხარისხით და საქმისადმი ექსკლუზიური მიდგომით, რითაც განპირობებულია ჩვენი სერვისით კმაყოფილი კლიენტების მზარდი რაოდენობა. ჩვენ ორიენტირებული ვართ როგორც საკუთარ, ასევე ჩვენი კლიენტების წარმატებაზე და მათთან ურთიერთობისას ვცდილობთ, ვიყოთ ორმაგად ყურადღებიანი. ჩვენი კლიენტების ინტერესი ჩვენი კორპორატიული სტრატეგიის ქვაკუთხედია და მიზნად ვისახავთ როგორც საკუთარი, ასევე მათი ბიზნესის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას. აღნიშნული ბიზნეს მიდგომა გადმოცემულია პაშა ბანკის ბრენდ სლოგანშიც „ახალი მწვერვალებისკენ. ერთად.“

პარტნიორები

საბანკო მონაცემები

სრული დასახელება: სს პაშა ბანკი საქართველო 
საფოსტო მისამართი: შოთა რუსთაველის გამზ. 15, 0108, თბილისი, საქართველო

საბანკო რეკვიზიტები:

TIN: 404433671
SWIFT: PAHAGE22

საკორესპონდენტო საბანკო ანგარიშების გასაგებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: (+995 322) 265 000

 

მისია და ხედვა

მისია

პაშა ბანკი ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას. ჩვენ ორიენტირებული ვართ როგორც საკუთარ, ასევე ჩვენი კლიენტების წარმატებაზე და მათთან ურთიერთობისას ვცდილობთ ვიყოთ ორმაგად ყურადღებიანი. ჩვენი კლიენტების ინტერესი ჩვენი კორპორაციული სტრატეგიის ქვაკუთხედია და მიზნად ვისახავთ როგორც საკუთარი, ასევე მათი ბიზნესის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.

ხედვა

როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანსა და თურქეთში მაღალი ხარისხის კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების უზრუნველყოფით და მსხვილი პროექტების დაფინანსებით ჩვენ ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ ადგილობრივი და რეგიონული ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაში. პაშა ბანკი ერთგულია მის მიერ დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებული ბიზნეს მიდგომის, რომელიც ეყრდნობა ბიზნეს ეთიკას, სანდოობას და სტაბილურობას.