გაყიდვების ოფიცერი

რე|ბანკი (პაშა ბანკის ქვე-ბრენდი) დაინტერესებულ და კვალიფიციურ პირებს სთავაზობს დასაქმებას გაყიდვების ოფიცრის ვაკანტურ პოზიციაზე.

 

ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება და ყოველთვიური ბონუსი გაყიდვებიდან;

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ პრეზენტაციების ჩატარება;
  • საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების აქტიური გაყიდვების წარმოება ბანკისა და მომხმარებლების მიერ შერჩეულ ადგილებში;
  • მომხმარებლებისთვის ბარათებისა და სხვა დოკუმენტაციის დროული მიწოდება;
  • მარკეტინგულ და სარეკლამო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
  • მომხმარებლებთან ხარისხიანი მომსახურების, კონსულტაციისა და მოლაპარაკებების გზით ხანგძლივი ურთიერთობის შენარჩუნება;
  • ყოველდღიური ფაილინგის წარმოება და საბუთების დროული დაარქივება.

 

მოთხოვნილი კვალიფიკაცია:

  • სასურველია ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში ან სხვა მსგავსი მიმართულებით;
  • სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა, რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • Microsoft Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა.

 

უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ერთდროულად რამდენიმე ამოცანაზე მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დისციპლინირებულობა.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი არა უგვიანეს 2019 წლის 29 აგვისტოსი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შეავსეთ განაცხადი