რისკების დირექტორი

პაშა ბანკი დაინტერესებულ და კვალიფიციურ პირებს სთავაზობს რისკების დირექტორის (CRO) პოზიციაზე შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღებას.

მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

  • ბანკის საკრედიტო პოლიტიკის განსაზღვრა და სხვადასხვა რისკების იდენტიფიკაციასა და მართვასთან დაკავშირებული პროცედურებისა და მეთოდოლოგიის შემუშავება, დანერგვა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა;
  • საკრედიტო, საბაზრო, ლიკვიდობის და საოპერაციო რისკების მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვა;
  • სტრეს ტესტირების მოდელების შემუშავება; ICAAP, IFRS 9 მეთოდოლოგია;
  • რეკომენდაციების შემუშავება სხვადასხვა რისკის პოზიციებზე ლიმიტების (რისკების აპეტიტის) დაწესების შესახებ, დაწესებული ლიმიტების პერიოდული მონიტორინგი და ბანკის მიერ დამტკიცებულ ლიმიტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • სესხის ამოღების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
  • ახალი საბანკო საქმიანობის და/ან ახალი საბანკო პროდუქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება.
  •  როგორც საკრედიტო ასევე საოპერაციო რისკების შეფასება, გაზომვა და მიტიგაცია;
  • შესაბამისობისა და ფულის გათეთრების აღმკვეთ საქმიანობებზე ზედამხედველობა;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების საქმიანობის ზედამხედველობა;
  • საკრედიტო რისკების შეფასება და სასესხო პორტფელის მონიტორინგი და მენეჯმენტი;
  • ბანკის სასესხო პორტფელის ხარისხის შენარჩუნების უზრუნველყოფა;
  • ბიზნეს უწყვეტობის გეგმის შემუშავება და მისი განხორციელების უზრუნველყოფა.

 

მოთხოვნილი კვალიფიკაცია:

  • კარგი რეპუტაციის მქონე უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი ფინანსების მიმართულებით;
  • საბანკო სექტორში მუშაობის სულ მცირე 10 წლიანი გამოცდილება, საკრედიტო რისკების და/აბ ბანკინგის მიმართულებით.

 

უნარ-ჩვევები:

  • ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა;
  • ლიდერობისა და გუნდის მართვის უნარები;
  • ეროვნული ბანკის რეგულაციებისა და შესაბამისი კანონების ცოდნა.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე არა უგვიანეს 2019 წლის 20 აგვისტოსი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შეავსეთ განაცხადი