ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: საოპერაციო დეპარტამენტი
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 სექტემბერი, 2024 წ
ეს შენი შანსია! შემოგვიერთდი - ახალი მწვერვალებისკენ, ერთად!
ჩვენ დაგახვედრებთ:
- საერთაშორისო გარემოში მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას
- მხარდამჭერ და მეგობრულ გუნდს
- კონკურენტულ ანაზღაურებასა და ბენეფიტების პაკეტს, მოქნილი სამუშაო პირობებით
- მხარდაჭერას სწავლასა და განვითარებაში
- ღიაობას ინიციატივების მიმართ
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ტრანზაქციების დროულად დარეგისტრირება და განხორციელება AlTA CORE- ში, Swift-ში, RTGS-ში და ტრანზაქციასთან დაკავშირებულ ყველა სხვა პროგრამაში;
- Alta Core სისტემაში გადარიცხვებთან და ინტერნეტ ბანკინგთან დაკავშირებული ოპერაციების დროული და ხარისხიანი ავტორიზაცია/კონტროლი/შემოწმება;
- სახაზინო გარიგებებთან დაკავშირებული ოპერაციების დროული რეგისტრაცია,შესრულება, შემოწმება და კონტროლი;
- ფრონტის თანამშრომლებისთვის ყოველდღიურ საქმიანობაში მხარდაჭერა;
- პროექტების მართვა, უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: ბაკალავრის ხარისხი ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის, ან მომიჯნავე დარგის მიმართულებით;
სამუშაო გამოცდილება: სავალდებულოა საბანკო სექტორში, ანგარიშსწორების მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
უცხო ენები: ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, ინგლისური ენის (B1-Intermediate) დონეზე ცოდნა, რუსული ენის (B1- Intermediate) დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
ტექნიკური ცოდნა და უნარები: სავალდებულოა SWIFT & RTGS პროგრამებში მუშაობის გამოცდილება, სასურველია Alta-ს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება, MS Office პროგრამების Advanced დონეზე ცოდნა;
სავალდებულო მოთხოვნაა: ეროვნული ბანკის რეგულაციების კარგი ცოდნა, საქართველოს საგადასახადო და სამოქალაქო კოდექსების (საბანკო ოპერაციებთან დაკავშირებული საკითხების) ცოდნა.
საჭირო უნარ-ჩვევები:
- მაღალი სამუშაო ეთიკა & სხვების პატივისცემა
- დეტალებზე ორიენტირებულობა & სიზუსტე
- ხარისხზე ორიენტაცია & ეფექტურობა
- პრობლემის გადაჭრის უნარი
- პასუხისმგებლობა & მიზანზე ორიენტაცია
- დროის მართვის უნარი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას.