სიახლეები

21.10.2019

პაშა ბანკის ახალი სათავო ოფისი აქსის თაუერსში

პაშა ბანკის სათავო ოფისმა ახალ მისამართზე - აქსის თაუერსში, ილია ჭავჭავაძის გამზ. 37მ-ში გადაინაცვლა.

20.08.2019

პაშა ბანკმა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ურთიერთ-თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
 

პაშა ბანკმა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სასტუმრო „მოქსიში“ საერთო საპრეზენტაციო ღონისძიება გამართეს და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

16.08.2019

პაშა ბანკი მხარს უჭერს საქველმოქმედო ორგანიზაციას „პირველი ნაბიჯი საქართველო“ აუტიზმის ცენტრის მშენებლობაში
 

პაშა ბანკმა პარტნიორების და თანამშრომლების სახელით, საქველმოქმედო ორგანიზაციას „პირველი ნაბიჯი საქართველო“ აუტიზმის ცენტრის და დღის ცენტრის კოტეჯების მშენებლობისთვის 5 000 ლარი გადაურიცხა.

09.08.2019

რე|ბანკი - ახალი საცალო საბანკო მომსახურება საქართველოში
 

2019 წლის 9 აგვისტოს შედგა რე|ბანკის, ახალი საცალო საბანკო მომსახურების ლონჩი. რე|ბანკი პაშა ბანკის ქვე-ბრენდია, რომლის მიზანია გაამარტივოს და ახლებურად წარმოადგინოს საბანკო მომსახურება საცალო სექტორში.

06.08.2019

პაშა ბანკი და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საპრეზენტაციო კონფერენციას უმასპინძლებენ
 

პაშა ბანკი და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 7 აგვისტოს სასტუმრო „მოქსიში“ საერთო საპრეზენტაციო ღონისძიებას გამართავენ.

08.07.2019

პაშა ბანკი აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას შეუერთდა
 

პაშა ბანკი, ტრადიციულად, ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი იუბილის სპონსორია. ბანკი უკვე მეხუთე წელია უერთდება ამერიკის საელჩოსა და ამერიკის სავაჭრო პალატის საქართველოში მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას.

24.06.2019

პაშა ბანკმა სპონსორობა Caspian Energy Forum Tbilisi 2019-ს გაუწია

პაშა ბანკი რიგით მერვე „კასპიის ენერგეტიკის ფორუმის” სპონსორია. საქართველოს მთავრობის, აზერბაიჯანის საელჩოს საქართველოში და Caspian European Club-ის მხარდაჭერით, ფორუმს ორგანიზება კომპანიამ Caspian Energy Georgia გაუწია. ღონისძიება 21 ივნისს, თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ჩატარდა.

20.06.2019

პაშა ბანკი „ბიას“ მიერ ორგანიზებული საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის სპონსორია

19 ივნისს, პაშა ბანკის სპონსორობითა და ბიას ორგანიზებით, თბილისში ყოველწლიური საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი “განვითარებადი ბაზრების ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები” გაიმართა.

17.06.2019

პაშა ბანკმა  დსთ-ს, ბალტიისა და კავკასიის ქვეყნების ფასიანი ქაღალდების რიგით მე-16 კონგრესს სპონსორობა გაუწია
 

პაშა ბანკის სპონსორობით, ბათუმში, 13-14 ივნისს დსთ-ს, ბალტიისა და კავკასიის ქვეყნების ფასიანი ქაღალდების რიგით მე-16 კონგრესი ჩატარდა.

17.06.2019

პაშა ბანკმა ჟურნალის Entrepreneur საიტის პრეზენტაციას სპონსორობა გაუწია

14 ივნისს, სასტუმრო „მოქსიში“ ჟურნალის Entrepreneur ივნისის ნომრისა და საიტის www.entrepreneur.ge პრეზენტაცია შედგა. ღონისძიებას სპონსორობა პაშა ბანკმა გაუწია.