რე|ბანკი - ახალი საცალო საბანკო მომსახურება საქართველოში
 

09.08.2019

2019 წლის 9 აგვისტოს შედგა რე|ბანკის, ახალი საცალო საბანკო მომსახურების პრეზენტაცია.
რე|ბანკი პაშა ბანკის ქვე-ბრენდია,  რომლის მიზანია გაამარტივოს და ახლებურად წარმოადგინოს საბანკო მომსახურება საცალო სექტორში.

რე|ბანკი მომხმარებელს სამ ძირითად პროდუქტს შესთავაზებს: ტოპ|ქარდს, მაქსი|ანაბარს და ბლიც|სესხს.

ტოპ|ქარდი 0%-იანი (ეფექტ. 0%-დან) განვადების ბარათია, რომლის მთავარი უპირატესობაა, მომხმარებელს ხარჯების დანაწევრების გზით ყოველთვიურად გამოუთავისუფლოს თანხა სხვა მიზნებისთვის. აღნიშნული ბარათით ამა თუ იმ ნივთის ან მომსახურების შეძენისას მომხმარებელი გადაიხდის ზუსტად იმ საფასურს, რასაც გადაიხდიდა ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში. ამასთანავე, ბარათზე გავრცელდება ქეშბექის ფუნქცია და ბევრი სხვა საინტერესო მახასიათებელი.

მაქსი|ანაბარი და ბლიც|სესხი სტანდარტული საბანკო პროდუქტებია, კონკურენტული საპროცენტო განაკვეთებით და მომსახურების გამარტივებული პირობებით.

„ჩვენი სურვილია, ქართველ მომხმარებლებს შევთავაზოთ ურთიერთმომგებიანი ფინანსური გადაწყვეტილებები ყოველგვარი დაფარული, დამატებითი ხარჯების გარეშე, შევუცვალოთ საბანკო ჩვევები და მათი ყოველდღიურობა უფრო ბედნიერი გავხადოთ.“ - არდა არკუნი, პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, გენერალური დირექტორი.

რე|ბანკის ფილიალები ეტაპობრივად გაიხსნება თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, გორში და ზუგდიდში. ბანკის პირველი ფილიალი უკვე ოპერირებს თბილისში, ომარ ხიზანიშვილის ქ. 15-ში, დანარჩენი ფილიალების გახსნა კი უახლოეს მომავალში იგეგმება.

რე|ბანკის პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და ასევე, განაცხადის დატოვება შესაძლებელი იქნება ბანკის ვებ-გვერდზე და სატელეფონო მომსახურების ცენტრში:

rebank.ge | +995 32 222 25 25 | *2525