პაშა ბანკი მომხმარებლებს 3-თვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს

20.03.2020
<p>ქვეყანაში კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, პაშა ბანკის კლიენტები მიმდინარე სესხებზე 3-თვიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ.</p> <p>აღნიშნული შეღავათი გავრცელდება პაშა ბანკის, როგორც მცირე და საშუალო, ისე - მსხვილი ბიზნესის სესხებზე.</p> <p>27 მარტამდე პაშა ბანკის თანამშრომლები ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან ყველა კლიენტს, დეტალურად გააცნობენ საშეღავათო პირობებს და სურვილის შემთხვევაში, მომხარებელს შეეძლება ისარგებლოს აღნიშნული შეთავაზებით.</p>