21.10.2019
პაშა ბანკის სათავო ოფისმა ახალ მისამართზე - აქსის თაუერსში, ილია ჭავჭავაძის გამზ. 37მ-ში გადაინაცვლა.
20.08.2019
პაშა ბანკმა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სასტუმრო „მოქსიში“ საერთო საპრეზენტაციო ღონისძიება გამართეს და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
16.08.2019
პაშა ბანკმა პარტნიორების და თანამშრომლების სახელით, საქველმოქმედო ორგანიზაციას „პირველი ნაბიჯი საქართველო“ აუტიზმის ცენტრის და დღის ცენტრის კოტეჯების მშენებლობისთვის 5 000 ლარი გადაურიცხა.
09.08.2019
2019 წლის 9 აგვისტოს შედგა რე|ბანკის, ახალი საცალო საბანკო მომსახურების ლონჩი.
რე|ბანკი პაშა ბანკის ქვე-ბრენდია, რომლის მიზანია გაამარტივოს და ახლებურად წარმოადგინოს საბანკო მომსახურება საცალო სექტორში.
06.08.2019
პაშა ბანკი და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 7 აგვისტოს სასტუმრო „მოქსიში“ საერთო საპრეზენტაციო ღონისძიებას გამართავენ.
08.07.2019
პაშა ბანკი, ტრადიციულად, ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი იუბილის სპონსორია. ბანკი უკვე მეხუთე წელია უერთდება ამერიკის საელჩოსა და ამერიკის სავაჭრო პალატის საქართველოში მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას.
24.06.2019
პაშა ბანკი რიგით მერვე „კასპიის ენერგეტიკის ფორუმის” სპონსორია.
საქართველოს მთავრობის, აზერბაიჯანის საელჩოს საქართველოში და Caspian European Club-ის მხარდაჭერით, ფორუმს ორგანიზება კომპანიამ Caspian Energy Georgia გაუწია. ღონისძიება 21 ივნისს, თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ჩატარდა.
20.06.2019
19 ივნისს, პაშა ბანკის სპონსორობითა და ბიას ორგანიზებით, თბილისში ყოველწლიური საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი “განვითარებადი ბაზრების ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები” გაიმართა.
17.06.2019
პაშა ბანკის სპონსორობით, ბათუმში, 13-14 ივნისს დსთ-ს, ბალტიისა და კავკასიის ქვეყნების ფასიანი ქაღალდების რიგით მე-16 კონგრესი ჩატარდა.
17.06.2019
14 ივნისს, სასტუმრო „მოქსიში“ ჟურნალის Entrepreneur ივნისის ნომრისა და საიტის www.entrepreneur.ge პრეზენტაცია შედგა. ღონისძიებას სპონსორობა პაშა ბანკმა გაუწია.