ბიზნესი
ფიზიკური პირი
პაშა ბანკი
Direct Banking-ის ინტეგრაციის სერვისი
Direct Banking-ის ინტეგრაციის სერვისი გულისხმობს ბიზნეს ინტერნეტბანკის დაკავშირებას საბუღალტრო პროგრამასთან, რის შედეგადაც ანგარიშების მართვა და საბანკო ოპერაციების შესრულება შესაძლებელია პირდაპირ სამუშაო სისტემიდან.
საბუღალტრო სისტემა პირდაპირ უკავშირდება პაშა ბანკს, რაც ამცირებს ოპერაციულ დროს და აღარ საჭიროებს დავალებების ასახვას ორ სხვადასხვა სისტემაში.

ინტეგრაციის ფარგლებში ხელმისაწვდომი საბანკო ოპერაციები:
წვდომა ანგარიშებზე არსებულ ნაშთებზე
ამონაწერის დაგენერირება
გადარიცხვა საკუთარ ანგარიშზე
გადარიცხვა პაშა ბანკში (ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში)
გადარიცხვა სხვა ბანკში (ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში)
კონვერტაცია
საბიუჯეტო გადარიცხვა
ჯგუფური გადარიცხვა
სერვისის გააქტიურება:
ინტეგრაციის სერვისის გასააქტიურებლად და დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს პერსონალურ ბანკირს ან დაგვიკავშირდით:
სერვისის საფასური:
სერვისი
საფასური
უსაფრთხოება
საბუღალტრო პროგრამასა და ბანკს შორის მონაცემთა გაცვლა ხორციელდება უსაფრთხო, დაშიფრული არხით და დაცულია VPN-კავშირის საშუალებით, რაც უზრუნველყოფს ფინანსური ინფორმაციის მაქსიმალურ დაცვას;
გადახდებისა და ანგარიშის მოძრაობების მიღებისას გამოიყენება მრავალფაქტორიანი ავტორიზაცია — ინტერნეტ/მობაილ ბანკის მონაცემები და ერთჯერადი კოდი (OTP), რომელიც მომხმარებელს ეგზავნება მობილურზე;
დამატებითი უსაფრთხოებისთვის, ყველა ოპერაცია მოწმდება კლიენტზე გაცემული ინდივიდუალური ტექნიკური ლიცენზიის საფუძველზე, რაც გამორიცხავს არასანქცირებული წვდომისა და ოპერაციების რისკს.