logo

ბიზნესი

ფიზიკური პირი

პაშა ბანკი

ჩვენ შესახებ

პაშა ბანკმა საქართველოში 2013 წლიდან დაიწყო საქმიანობა და ბიზნესებს კორპორატიული საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. იგი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აზერბაიჯანული ჰოლდინგის - პაშა ჰოლდინგის წევრია. პაშა ჰოლდინგი 2006 წელს დაარსდა და მისი სათავო ოფისი მდებარეობს ბაქოში. შვილობილი კომპანიების საშუალებით პაშა ჰოლდინგი ინვესტირებას აკეთებს საბანკო, სადაზღვევო, სამშენებლო, ინფორმაციული ტექნოლოგიების, უძრავი ქონების განვითარებისა და ტურიზმის ინდუსტრიებში.

როგორც რეგიონის მსხვილი ფინანსური ინსტიტუტის წევრი, პაშა ბანკი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფინანსური პარტნიორია იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც საქმიანობას ეწევიან აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მომხმარებლის საჭიროებებს და მათ სთავაზობს იდივიდუალურად მორგებულ ფინანსურ გადაწყვეტილებებს. ბანკის-შესახებ-820-04.png ბანკის მისია

წვლილი შევიტანოთ ჩვენი რეგიონის გამორჩეული საინვესტიციო ჯგუფის განვითარებაში; ვიყოთ ერთგული ინოვაციური და შემოქმედებით სამუშაო კულტურის, საუკეთესო კორპორაციული მართვის პრაქტიკის; პატივი ვცეთ თითოეულ ჩვენს პარტნიორს; ვიყოთ პასუხისმგებლიანი კორპორაციული მოქალაქე, ხელი შევუწყოთ ეკონომიკის, პროფესიული მეწარმეობისა და რეგიონული ბიზნეს-პარტნიორობის განვითარებას.

ბანკის ხედვა

ვიყოთ ინოვაციური და ყველა მხარისთვის მომგებიანი ფინანსური გადაწყვეტილებების სანდო მიმწოდებელი საქართველოში; ამავე დროს, ჩვენს რეგიონში გამორჩეული სტრატეგიული ინვესტორის განუყოფელი ნაწილი, რომელიც ხელმძღვანელობს კეთილსინდისიერების, გონივრული სამუშაო პრაქტიკის, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების და კომპეტენტური გუნდის მართვის პრინციპებით.

საბანკო რექვიზიტები

სრული დასახელება: სს პაშა ბანკი საქართველო საფოსტო მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი 37მ, 0179, თბილისი, საქართველო TIN: 404433671 SWIFT: PAHAGE22 საკორესპონდენტო საბანკო ანგარიშების გასაგებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: (+995 322) 265 000