ბიზნესი
ფიზიკური პირი
პაშა ბანკი
დისტანციური მომსახურების სამუშაო საათების ცვლილება
13 თებერვლიდან იცვლება პაშა ბანკის დისტანციური მომსახურების სამუშაო საათები. დაგვიკავშირდით, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით10:00-დან 18:00 საათამდე.
პაშა ბანკი საქართველოში ჭადრაკის განვითარებისა და პოპულარიზაციის მხარდამჭერია
პაშა ბანკმა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ ხელი მოაწერეს პარტნიორობის ხელშეკრულებას. ხელმოწერის ცერემონია გაიმართა პაშა ბანკი საქართველოს სათავო ოფისში. მას ესწრებოდნენ პაშა ბანკის გენერალური დირექტორი რამილ იმამოვი, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი აკაკი იაშვილი, და ასევე ბანკისა და ფედერაციის წარმომადგენლები.
INMerge INGeorgia ბაქოს მთავარ სამიტამდე აკავშირებს სტარტაპებს, ინვესტორებს და ტექნოლოგიური ინდუსტრიის ლიდერებს თბილისში
პაშა ჰოლდინგისა და პაშა ბანკი საქართველოს ორგანიზებით სასტუმრო პულმანში გაიმართა ღონისძიება INMerge INGeorgia, რომლის მიზანი იყო სტარტაპ ეკოსისტემის, ინვესტორებისა და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმომადგენლების ერთმანეთთან დაკავშირება და კოლაბორაციის ხელშეწყობა. დამსწრეთა შორის იყვნენ ტექნოლოგიური ინდუსტრიის ლიდერები, სტარტაპერები, ინვესტორები და სხვა პროფესიონალები.
პაშა ბანკი საქართველოს მიენიჭა 'B/B' რეიტინგი სტაბილური პერსპექტივით
პაშა ბანკი საქართველომ სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-ისგან მიიღო B/B გრძელვადიანი და მოკლევადიანი საკრედიტო რეიტინგი სტაბილური პერსპექტივით. ეს რეიტინგი მნიშვნელოვანი წარმატებაა ბანკისთვის.
პაშა ბანკი საქართველო 2024 წელს აქტივების 33%-იანი ზრდით ბაზრის ტენდენციებს აჭარბებს
პაშა ბანკმა საქართველოში გამოაქვეყნა 2024 წლის აუდიტირებული ფინანსური შედეგები, რომლის თანახმად ძირითად ფინანსური მაჩვენებლებში ბანკს აქვს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. აქტივების 33%-იანი ზრდით ბანკი ადგილობრივი ბაზრის ზრდას 1,6-ჯერ აჭარბებს. ეს შედეგები აჩვენებს ბანკის მზაობას მუდმივად შესთავაზოს მომხმარებლებსა და პარტნიორებს მათზე მორგებული გადაწყვეტილებები და მოუტანოს მათ დამატებითი სარგებელი.