logo

ბიზნესი

ფიზიკური პირი

პაშა ბანკი

SQL რეპორტინგის სპეციალისტი

თბილისი

18 ოქტომბერი

SQL რეპორტინგის სპეციალისტი

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: ფინანსური მართვის დეპარტამენტი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი, 2025

პაშა ბანკში თქვენ დაგხვდებათ მხარდამჭერი სამუშაო გარემო, საერთაშორისო გუნდი, კონკურენტული კომპენსაციების პაკეტი, მოქნილი სამუშაო პირობები, უწყვეტი შესაძლებლობები პროფესიული განვითარებისთვის, საინტერესო გამოწვევები, მხარდაჭერა გაბედულ გადაწყვეტილებებში - კულტურა, სადაც მნიშვნელოვანია ადამიანები, შედეგები და ახალი პერსპექტივების წახალისება.

ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც გამოცდილებასთან ერთად გამოირჩევიან მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, გუნდური მუშაობის უნარით და შედეგზე ორიენტირებულობით - კომპეტენციებით, რომლებიც არა მხოლოდ პაშა ბანკის წარმატებას  უწყობს ხელს, არამედ ჩვენი ორგანიზაციული კულტურის საფუძველსაც ქმნის.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ფინანსური ანგარიშგების შემუშავება: ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღების მხარდასაჭერად ყოვლისმომცველი ფინანსური ანგარიშგების შემუშავება. ფინანსური ანგარიშგების პროცესების ავტომატიზაცია ეფექტურობისა და სიზუსტის გაზრდის მიზნით.
  • SQL Server პროცედურებისა და მოთხოვნების შექმნა/შემუშავება: SQL კოდის ეფექტურობისა და ბიზნეს მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
  • SQL Server-ის არსებული მოთხოვნებისა და პროცედურების ოპტიმიზაცია: SQL Server-ის არსებულ მოთხოვნებსა და პროცედურებს მუშაობის გასაუმჯობესებლად ოპტიმიზაცია. მონაცემთა ბაზის ეფექტურად მუშაობის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით ფინანსური ანგარიშგებისთვის გამოყენებული დიდი მონაცემთა ნაკრებებისთვის.
  • არსებული ავტომატიზირებული ანგარიშების პრობლემების მოგვარება და მხარდაჭერა: პრობლემების დროულად მოგვარება ანგარიშების უწყვეტი ხელმისაწვდომობისა და სიზუსტის უზრუნველსაყოფად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: ბაკალავრის ხარისხი ინფორმაციული ტექნოლოგიების/კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით.
  • სამუშაო გამოცდილება: 1+ წელი გამოცდილება SQL მონაცემთა ბაზების შემუშავებაში;
  • უცხო ენები: ქართული ენის თავისუფლად ცოდნა, ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა და რუსული ენის ცოდნა (B2) ჩაითვლება უპირატესობად;
  • ტექნიკური ცოდნა და უნარები:MS Office, Excel, SQL-ის შესანიშნავი ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაცია;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის მენეჯმენტი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას.

აპლიკაციის ფორმა

შეიყვანეთ თქვენი მონაცემები

თქვენი რეზიუმე/CV