logo

ბიზნესი

ფიზიკური პირი

პაშა ბანკი

კორპორაციული ბანკინგის უფროსი ანალიტიკოსი

თბილისი

26 ოქტომბერი

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: კომერციული ბანკინგის დეპარტამენტი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 22 სექტემბერი, 2025

პაშა ბანკში თქვენ დაგხვდებათ მხარდამჭერი სამუშაო გარემო, საერთაშორისო გუნდი, კონკურენტული კომპენსაციების პაკეტი, მოქნილი სამუშაო პირობები, უწყვეტი შესაძლებლობები პროფესიული განვითარებისთვის, საინტერესო გამოწვევები, მხარდაჭერა გაბედულ გადაწყვეტილებებში - კულტურა, სადაც მნიშვნელოვანია ადამიანები, შედეგები და ახალი პერსპექტივების წახალისება.

ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც გამოცდილებასთან ერთად გამოირჩევიან მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, გუნდური მუშაობის უნარით და შედეგზე ორიენტირებულობით -კომპეტენციებით, რომლებიც არა მხოლოდ პაშა ბანკის წარმატებას  უწყობს ხელს, არამედ ჩვენი ორგანიზაციული კულტურის საფუძველსაც ქმნის.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • უხელმძღვანელოს კორპორატიული კლიენტების კრედიტის ანალიზისა და დამტკიცების პროცესს და უზრუნველყოს, ანალიზის პროცესის ხარისხიანად და ზუსტად განხორციელება;
  • კლიენტისგან პირველადი ფინანსური ინფორმაციის შეგროვება;
  • კრედიტის მემორანდუმის მომზადება, ფაქტობრივი ფინანსური ანგარიშგებები, ფინანსური პროგნოზები და სხვა საჭირო დოკუმენტაცია;
  • პრეზენტაციების მომზადება კრედიტის კომიტეტისა და/ან ზედამხედველობითი საბჭოსთვის კრედიტის დასამტკიცებლად;
  • ფინანსური მონიტორინგის ანგარიშების მომზადება მოთხოვნილი დონით;
  • მხარდაჭერის და კოორდინაციის გაწევა კრედიტის ანალიტიკოსთა უმცროს გუნდს, რათა მაღალი ხარისხის შედეგები მიიღწეს, როგორც კრედიტის ანალიზში, ისე პირველ და მეორე პუნქტში აღნიშნული ამოცანების შესრულებაში;
  • წარადგინოს კრედიტის საკითხები ბანკის კრედიტის კომიტეტსა და/ან ზედამხედველობით საბჭოზე დასამტკიცებლად;
  • კლიენტებთან შეხვედრებზე დასწრება, რათა კლიენტის ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის სწორი კომუნიკაცია უზრუნველყოს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში, ბიზნეს ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში ან დაკავშირებულ სფეროებში. საერთაშორისო დონეზე აღიარებული ფინანსური/ბუღალტრული სერტიფიკატების სრული კურსის გავლა ჩაითვლება უპირატესობად;
  • სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ სამი წლის სამუშაო გამოცდილება ფინანსური აუდიტის, აღრიცხვასა და ფინანსური ანგარიშგების სფეროში;
  • უცხო ენები: ქართული – მშობლიური, ინგლისური – თავისუფლად (როგორც წერა, ასევე ლაპარაკი). რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე
  • კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები
  • პროაქტიული, შედეგებზე ორიენტირებული მიდგომა
  • ძლიერი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები
  • ადაპტაციის უნარი დინამიკურ სამუშაო გარემოში

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას.

აპლიკაციის ფორმა

შეიყვანეთ თქვენი მონაცემები

თქვენი რეზიუმე/CV