წამყვანი სისტემური ადმინისტრატორი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: IT და საბანკო სისტემების განვითარების დეპარტამენტი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 14 სექტემბერი, 2025
პაშა ბანკში თქვენ დაგხვდებათ მხარდამჭერი სამუშაო გარემო, საერთაშორისო გუნდი, კონკურენტული კომპენსაციების პაკეტი, მოქნილი სამუშაო პირობები, უწყვეტი შესაძლებლობები პროფესიული განვითარებისთვის, საინტერესო გამოწვევები, მხარდაჭერა გაბედულ გადაწყვეტილებებში - კულტურა, სადაც მნიშვნელოვანია ადამიანები, შედეგები და ახალი პერსპექტივების წახალისება.
ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც გამოცდილებასთან ერთად გამოირჩევიან მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, გუნდური მუშაობის უნარით და შედეგზე ორიენტირებულობით - კომპეტენციებით, რომლებიც არა მხოლოდ პაშა ბანკის წარმატებას უწყობს ხელს, არამედ ჩვენი ორგანიზაციული კულტურის საფუძველსაც ქმნის.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- VMware vSAN, vSphere და დაკავშირებული ფიზიკური ჰოსტების ადმინისტრირება და შენარჩუნება;
- VMware vSphere გარემოს დაგეგმვა, კონფიგურაცია და ოპტიმიზაცია მაღალი ხელმისაწვდომობისა და წარმადობის უზრუნველსაყოფად;
- Windows Server და Linux სისტემების ინსტალაცია, კონფიგურაცია, განახლება და ხარვეზების აღმოფხვრა;
- Active Directory, DNS, DHCP, Group Policies და დაკავშირებული სერვისების მართვა;
- Office 365 tenant-ის, Exchange Online, SharePoint და Teams-ის ადმინისტრირება;
- საწარმოს საცავის (Enterprise Storage) გადაწყვეტილებების მართვა;
- Veeam Backup & Replication-ის გამოყენებით სარეზერვო კოპირების მართვა;
- სარეზერვო მონაცემების მთლიანობის, შენახვის პოლიტიკების და აღდგენის შესაძლებლობების უზრუნველყოფა;
- Microsoft Azure სერვისების (VMs, ქსელი, ჰიბრიდული ინტეგრაციები) ადმინისტრირება;
- ჰიბრიდული იდენტობის (Azure AD Connect, SSO) მართვა;
- Cloud-ში ნაწილობრივი მიგრაციისა და სამუშაო დატვირთვის ოპტიმიზაციის მხარდაჭერა;
- ქსელის გუნდთან თანამშრომლობა უსაფრთხო კავშირისა და firewall-ის კონფიგურაციის უზრუნველსაყოფად;
- WAF-ისა და Cloudflare-ის საშუალებით გარე ტრაფიკის უსაფრთხოების მართვა;
- სისტემური უსაფრთხოების პოლიტიკების, განახლების და შესაბამისობის მოთხოვნების დანერგვა და მონიტორინგი;
- რთული ინციდენტებისა და სერვისის მოთხოვნების ესკალაციის მხარდაჭერა;
- უმცროსი ადმინისტრატორების მენტორობა და IT გუნდისთვის ტექნიკური კონსულტაციის გაწევა;
- ინფრასტრუქტურის ჯანმრთელობის, წარმადობისა და ტევადობის მონიტორინგი;
- სისტემების, კონფიგურაციების და პროცედურების დოკუმენტაციის სწორად შენარჩუნება;
- სტაბილურობის, წარმადობის და უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: ბაკალავრის ხარისხი შესაბამის სფეროში, როგორიცაა ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერებების (ან ეკვივალენტური გამოცდილება).
- სამუშაო გამოცდილება: სისტემური ადმინისტრირების სფეროში მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის მინიმუმ 2 წელი ლიდინგ პოზიციაზე;
- უცხო ენები: ქართული ენის თავისუფლად ცოდნა, ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა და რუსული ენის ცოდნა (B1-საშუალო) ჩაითვლება უპირატესობად;
- ტექნიკური ცოდნა და უნარები: VMware vSphere და vSAN-ის მართვის პრაქტიკული გამოცდილება, Windows Server და Linux, Office 365, Azure, firewall-ებისა და WAF-ის (სასურველია Cloudflare).
საჭირო უნარ-ჩვევები:
- პრობლემის გადაჭრის და ანალიტიკური უნარები;
- მკაფიო კომუნიკაცია როგორც ტექნიკურ, ისე არატექნიკურ გუნდებთან;
- ლიდერობისა და მენტორობის უნარი;
- ადაპტაციის უნარი;
- დროის სწორი მენეჯმენტი და დეტალებზე ორიენტირებულობა;
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას.