ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: ანდერაიტინგის დეპარტამენტი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 16 მარტი, 2026
პაშა ბანკი საქართველო გთავაზობთ მხარდამჭერ და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოს საერთაშორისო გუნდთან ერთად, კონკურენტულ ანაზღაურებას, მოქნილ სამუშაო პირობებსა და პროფესიული განვითარების უწყვეტ შესაძლებლობებს. აქ დაგხვდებათ საინტერესო გამოწვევები და მხარდაჭერა თამამი გადაწყვეტილებების მიღებისას - კულტურა, რომელიც აფასებს ადამიანებს, შედეგებს და ახალ იდეებს.
ჩვენ ვეძებთ პროფესიონალებს, რომლებიც გამოცდილებასთან ერთად გამოირჩევიან პასუხისმგებლობით, გუნდურობითა და შედეგზე ორიენტაციით. ჩვენი EVP ეფუძნება სამ პრინციპს - ერთად ვვითარდებით, ვასრულებთ დაპირებებს და ვაკეთებთ მოსალოდნელზე მეტს - ღირებულებებს, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს კულტურას და წარმატებას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
პორტფელის ხარისხის უზრუნველყოფა შემდეგი გზებით:
- არსებული და პოტენციური მსესხებლების კრედიტუნარიანობის შეფასება;
- გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების მხარდაჭერით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობა;
- საკრედიტო გადაწყვეტილებების შემდგომი დაკვირვება;
- პორტფელის რეგულარული მონიტორინგი;
- მსესხებლებზე ტრანზაქციის დონის სტრეს-ტესტის ჩატარება;
- შიდა ფუნქციების მხარდაჭერა მათი მოვალეობების შესრულებაში: სესხების ადმინისტრირება, პორტფელის მართვა, შიდა აუდიტი, ანგარიშგება;
- დეპარტამენტის ძირითად პროექტებში მონაწილეობა და აქტიური როლის შესრულება ფუნქციონალურ გუნდებში;
- დეპარტამენტის პოლიტიკის, პროცედურების, მეთოდოლოგიების შექმნაში, განახლებასა და გაუმჯობესებაში მონაწილეობა/მხარდაჭერა, მოდელების შემუშავება/დადასტურება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: ბაკალავრის ხარისხიბიზნესის, ფინანსებისა და ბუღალტერიის მიმართულებით;
- სამუშაო გამოცდილება: აუცილებელია ფინანსურ ინსტიტუტში, კერძოდ, მცირე და საშუალო ბიზნესში ან დამხმარე დეპარტამენტებში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- უცხო ენები: ქართული ენის თავისუფლად ცოდნა, ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა და რუსული ენის ცოდნა (B2) ჩაითვლება უპირატესობად;
- ტექნიკური ცოდნა და უნარები: ფინანსებისა და Microsoft Office-ის სრულყოფილი ცოდნა.
საჭირო უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პრობლემების გადაჭრის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაცია;
- კრიტიკული აზროვნება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის მენეჯმენტი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას.