logo

ბიზნესი

ფიზიკური პირი

პაშა ბანკი

ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი

თბილისი

30 სექტემბერი

ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: IT და საბანკო სისტემების განვითარების დეპარტამენტი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 სექტემბერი, 2025

პაშა ბანკში თქვენ დაგხვდებათ მხარდამჭერი სამუშაო გარემო, საერთაშორისო გუნდი, კონკურენტული კომპენსაციების პაკეტი, მოქნილი სამუშაო პირობები, უწყვეტი შესაძლებლობები პროფესიული განვითარებისთვის, საინტერესო გამოწვევები, მხარდაჭერა გაბედულ გადაწყვეტილებებში - კულტურა, სადაც მნიშვნელოვანია ადამიანები, შედეგები და ახალი პერსპექტივების წახალისება.

ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც გამოცდილებასთან ერთად გამოირჩევიან მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, გუნდური მუშაობის უნარით და შედეგზე ორიენტირებულობით - კომპეტენციებით, რომლებიც არა მხოლოდ პაშა ბანკის წარმატებას  უწყობს ხელს, არამედ ჩვენი ორგანიზაციული კულტურის საფუძველსაც ქმნის.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ავტომატური ტესტების დეველოპმენტი Open Source ინსტრუმენტების გამოყენებით;
  • Performance ტესტირებაში ჩართულობა;
  • ტესტირების ავტომატიზაციის გაუმჯობესება;
  • ტესტირების ავტომატიზაციის ინიცირება;
  • საჭიროების შემთხვევაში მანუალურ ტესტირებაში ჩართულობა;
  • ტესტ ქეისების შენახვა/დოკუმენტირება;
  • ტესტ ქეისების მეტრიკების ანალიზი და მათი გაუმჯობესება;
  • ახალი იდეების გენერირება და მათზე მუშაობა აპლიკაციების/სისტემების გასაუმჯობესებლად;
  • Test case-ების მომზადება პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერებისთვის;
  • დეველოპერებისთვის ტეტსირების სტრატეგიების, ტესტირების პროცესისა და ხარვეზების აღმოფხვრის შესახებ ინფორმაციის მოწოდება;
  • დაკავშირებული პირებისთვის ხარვეზებზე უკუკავშირის მიცემა;
  • ხარისხის უზურნველყოფის მეთოდოლოგიაში ცოდნის გაღრმავება და საკუთესო პრაქტიკების გამოყენება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: ბაკალავრის ხარისხი შესაბამის სფეროში, როგორიცაა ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერებების (ან ეკვივალენტური გამოცდილება).
  • სამუშაო გამოცდილება: პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება; ავტომატიზაციის ინჟინრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • უცხო ენები: ქართული ენის თავისუფლად ცოდნა, ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა და რუსული ენის ცოდნა (B1-საშუალო) ჩაითვლება უპირატესობად;
  • ტექნიკური ცოდნა და უნარები: მობილურ აპლიკაციების მომხარებლის დონეზე ცოდნა; პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების საფუძვლების ცოდნა; C#, Java ან სხვა პროგრამირების ენის ცოდნა და გამოცდილება; ვებ სერვისებთან (SOAP) და XML-თან მუშაობის გამოცდილება; რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (Microsoft SQL Server); Postman -Advanced დონეზე; DevTools -Advanced დონეზე; API სერვისების ტესტირების გამოცდილება; Agile გუნდში მუშაობის გამოცდილება; IT პროექტებში მუშაობის გამოცდილება;

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარები;
  • გუნდში და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დეტალებისადმი ყურადღება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას.

აპლიკაციის ფორმა

შეიყვანეთ თქვენი მონაცემები

თქვენი რეზიუმე/CV