logo

ბიზნესი

ფიზიკური პირი

პაშა ბანკი

უსაფრთხოების სპეციალისტი

თბილისი

30 სექტემბერი

უსაფრთხოების სპეციალისტი

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: უსაფრთხოების დეპარტამენტი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 სექტემბერი, 2025

პაშა ბანკში თქვენ დაგხვდებათ მხარდამჭერი სამუშაო გარემო, საერთაშორისო გუნდი, კონკურენტული კომპენსაციების პაკეტი, მოქნილი სამუშაო პირობები, უწყვეტი შესაძლებლობები პროფესიული განვითარებისთვის, საინტერესო გამოწვევები, მხარდაჭერა გაბედულ გადაწყვეტილებებში - კულტურა, სადაც მნიშვნელოვანია ადამიანები, შედეგები და ახალი პერსპექტივების წახალისება.

ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც გამოცდილებასთან ერთად გამოირჩევიან მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, გუნდური მუშაობის უნარით და შედეგზე ორიენტირებულობით - კომპეტენციებით, რომლებიც არა მხოლოდ პაშა ბანკის წარმატებას  უწყობს ხელს, არამედ ჩვენი ორგანიზაციული კულტურის საფუძველსაც ქმნის.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სამსახურში დროულად გამოცხადება და ფილიალის ყოველდღიურად გახსნა/დახურვა;
  • ფილიალის შიდა და გარე პერიმეტრის მუდმივი კონტროლი;
  • ფილიალის/ოფისის დათვალიერება და რისკების მოკვლევა შესაბამისი წერილობითი ანგარიშის შედგენა და უშუალო ხემძღვანელთან გაგზავნა;
  • ბანკის თანამშრომლების, კლიენტებისა და მატერიალური აქტივების ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რისკების პრევენცია;
  • თანამშრომელთა და კლიენტთა მისამართით მოსალოდნელი ფიზიკური საფრთხის დაუყოვნებლივი იდენტიფიცირება და მათზე შესაბამისად რეაგირება/პრევენცია;
  • განგაშის ჩართვის შემთხვევაში, დაუყონებლივ სამსახურში გამოცხადება;
  • უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით სიზუსტით შესრულება, სახანძრო და ელექტრონული სათვალთვალო მოწყობილობებისა და სისტემების მუდმივი მონიტორინგი(მხოლოდ უშუალო ხელმძღვანელის დავალებით);
  • მუდმივი სამსახურებრივი კომუნიკაცია უშუალო ხელმძღვანელთან მათ შორის სამუშაო ადგილის დატოვების შესახებ წინასწარ ინფორმაციის მიწოდება;
  • ობიექტის დაცვის პოლიციაზე ჩაბარება;
  • ღამის მორიგეობის შემთხვევაში ინფორმაციის და სამუშაოს გადაბარება მორიგე ოფიცერთან;
  • ოფისში/ფილიალში შემოსული ინვენტარის კონტროლი და აღრიცხვა, აღრიცხვის დოკუმენტის წარმოება ინვენტარის დასახელებების და კოდების მითითებით.
  • შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობის სიახლეების გაცნობა, შესრულების მონიტორნიგი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
  • შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა და კონტროლი შრომის უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად;
  • სამსაურებრივი მოთხოვნებიდან გამომდინარე, როტაციის წესით მოვალეობების შესრულება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ დადგენილი ჩაცმის სტანდარტის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: უმაღლესი, ტექნიკური ან საშუალო განათლება.
  • სამუშაო გამოცდილება: უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის გამოცდილება.
  • უცხო ენები: სასურველია ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
  • პრობლემის გადაჭრის უნარი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას.

აპლიკაციის ფორმა

შეიყვანეთ თქვენი მონაცემები

თქვენი რეზიუმე/CV