logo

ბიზნესი

ფიზიკური პირი

პაშა ბანკი

ბიზნესის განვითარების ანალიტიკოსი

თბილისი

30 ოქტომბერი

ბიზნესის განვითარების ანალიტიკოსი

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: ბიზნესის განვითარების დეპარტამენტი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 სექტემბერი, 2025

პაშა ბანკში თქვენ დაგხვდებათ მხარდამჭერი სამუშაო გარემო, საერთაშორისო გუნდი, კონკურენტული კომპენსაციების პაკეტი, მოქნილი სამუშაო პირობები, უწყვეტი შესაძლებლობები პროფესიული განვითარებისთვის, საინტერესო გამოწვევები, მხარდაჭერა გაბედულ გადაწყვეტილებებში - კულტურა, სადაც მნიშვნელოვანია ადამიანები, შედეგები და ახალი პერსპექტივების წახალისება.

ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც გამოცდილებასთან ერთად გამოირჩევიან მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, გუნდური მუშაობის უნარით და შედეგზე ორიენტირებულობით - კომპეტენციებით, რომლებიც არა მხოლოდ პაშა ბანკის წარმატებას  უწყობს ხელს, არამედ ჩვენი ორგანიზაციული კულტურის საფუძველსაც ქმნის.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბაზრის ტენდენციების, მომხმარებელთა პრეფერენციებისა და კონკურენტული გარემოს იდენტიფიცირება მონაცემების ანალიზის გზით;
  • სხვადასხვა არხებით, როგორიცაა ვებსაიტზე ვიზიტები, სოციალური მედიის ჩართულობა და მარკეტინგული კამპანიები, გენერირებული ლიდების თვალყურის დევნება და ანალიზი;
  • აყიდვების ისტორიული მონაცემებისა და ბაზრის ტენდენციების ანალიზი მომავალი გაყიდვების მაჩვენებლების პროგნოზირებისთვის;
  • მომხმარებლების სეგმენტაცია მათი დემოგრაფიული მახასიათებლების, ქცევისა და პრეფერენციების მიხედვით;
  • სხვადასხვა ბიზნესის განვითარების აქტივობების, როგორიცაა მარკეტინგული კამპანიები, გაყიდვების გაფართოება და ლიდების მოზიდვა, შესრულების თვალყურის დევნება. ძირითადი ეფექტურობის ინდიკატორების (KPI) ანალიზი გაუმჯობესების სფეროების დასადგენად და უკეთესი შედეგების მისაღწევად სტრატეგიების ოპტიმიზაციისთვის;
  • ბიზნესის განვითარების პროცესში პოტენციური რისკებისა და გაურკვევლობების იდენტიფიცირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: ბაკალავრის ხარისხი შესაბამის სფეროში, როგორიცაა ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა, სტატისტიკა, მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერება ან მსგავსი მიმართულებაში;
  • სამუშაო გამოცდილება: სასურველია მონაცემთა ანალიზის, ბიზნეს ანალიტიკის ან მასთან დაკავშირებული სფეროში გამოცდილება;
  • უცხო ენები: ქართული ენის თავისუფლად ცოდნა, ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა და რუსული ენის ცოდნა (B1-საშუალო) ჩაითვლება უპირატესობად;
  • ტექნიკური ცოდნა და უნარები: მონაცემთა ანალიზში ხშირად გამოყენებული პროგრამირების ენების, როგორიცაა Python, R, SQL ან სხვა, ცოდნა. მონაცემთა მანიპულირებისა და ანალიზის ინსტრუმენტების, როგორიცაა Excel, SAS, SPSS ან მსგავსი პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • სტრატეგიული აზროვნება და ბაზარზე ორიენტირებული მიდგომა
  • ახალი ბიზნეს შესაძლებლობების აღმოჩენის სურვილი
  • პრობლემების კრეატიულად გადაჭრა და ინოვაციური მიდგომა
  • მოლაპარაკებების სწორად მართვის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • გუნდური მუშაობის უნარი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას.

აპლიკაციის ფორმა

შეიყვანეთ თქვენი მონაცემები

თქვენი რეზიუმე/CV