ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: ფინანსური მართვის დეპარტამენტი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 სექტემბერი, 2025
პაშა ბანკში თქვენ დაგხვდებათ მხარდამჭერი სამუშაო გარემო, საერთაშორისო გუნდი, კონკურენტული კომპენსაციების პაკეტი, მოქნილი სამუშაო პირობები, უწყვეტი შესაძლებლობები პროფესიული განვითარებისთვის, საინტერესო გამოწვევები, მხარდაჭერა გაბედულ გადაწყვეტილებებში - კულტურა, სადაც მნიშვნელოვანია ადამიანები, შედეგები და ახალი პერსპექტივების წახალისება.
ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც გამოცდილებასთან ერთად გამოირჩევიან მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, გუნდური მუშაობის უნარით და შედეგზე ორიენტირებულობით -კომპეტენციებით, რომლებიც არა მხოლოდ პაშა ბანკის წარმატებას უწყობს ხელს, არამედ ჩვენი ორგანიზაციული კულტურის საფუძველსაც ქმნის.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ბანკის საკვანძო მაჩვენებლების (KPI) განახლება, მონიტორინგი და ანგარიშგება, მათ შორის გაყიდვების გუნდების კვარტალური ბონუსების გამოთვლისა და წლიური შედეგების კონსოლიდაციის უზრუნველყოფა;
- Power BI დაფების მართვა და განახლება KPI-ს შესრულების პროგრესის თვალსაზრისით;
- ბიუჯეტირების პროცესში ჩართულობა: ჩარჩოებისა და ინსტრუმენტების მომზადება, დეპარტამენტების ინფორმაციის შეგროვება და პროგნოზირების პროცესის მხარდაჭერა;
- სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა, ინფორმაციის შეგროვება, შეჯამებების მომზადება;
- ფინანსური მოდელების შექმნა/განახლება, პროგნოზირებისათვის მონაცემების მომზადება;
- ფინანსური მიმართულების პროექტების მონიტორინგი და ანგარიშგების/პრეზენტაციების მომზადებაში მონაწილეობა;
- შეხვედრებში მონაწილეობა, ოქმების მომზადება და სამოქმედო გეგმების შემდგომი მონიტორინგი;
- ფინანსების გუნდის/ფინანსური დირექტორის მოთხოვნის შესაბამისად, არასტანდარტული ანალიზებისა და ინფორმაციის მიწოდება;
- სტრატეგიული ინიციატივებისა და მრავალფუნქციური პროექტების ანალიტიკური მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში, ბუღალტერიაში, ეკონომიკაში ან მასთან დაკავშირებულ სფეროში;
- სამუშაო გამოცდილება: აუცილებელია მინიმუმ ერთწლიანი შესაბამისი პროფესიული გამოცდილება;
- უცხო ენები: ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, ინგლისურ ენის კარგად ცოდნა;
- ტექნიკური ცოდნა და უნარები: ფინანსების, ბუღალტერიისა და ეკონომიკის პრინციპების ღრმა ცოდნა. MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის კარგად ცოდნა. Power BI-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. სასურველია საბანკო პროდუქტების (სესხები, დეპოზიტები, გარანტიები, ვალუტის გაცვლის ტრანზაქციები და ა.შ.) ცოდნა ან შესწავლის სურვილი.
საჭირო უნარ-ჩვევები:
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას