logo

ბიზნესი

ფიზიკური პირი

პაშა ბანკი

S&P global-მა პაშა ბანკი საქართველოს კიდევ ერთხელ დაუდასტურა B/B რეიტინგი

პაშა ბანკი საქართველომ სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-ისგან კიდევ ერთხელ მიიღო B/B გრძელვადიანი და მოკლევადიანი საკრედიტო რეიტინგი სტაბილური პერსპექტივით.

2024 წლის დასაწყისში პაშა ბანკმა საქართველოში შეცვალა სტრატეგია და ახლა მხოლოდ კორპორატიულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესებს. სააგენტო ხაზს უსვამს, რომ მიმდინარე სტრატეგია, ბანკს საშუალებას მისცემს გააუმჯობესოს პორტფელის ხარისხი, მართოს რისკები კიდევ უფრო ეფექტიანად და გაიზარდოს თანმიმდევრულად.

პაშა ბანკი აგრძელებს მომხმარებლებისათვის მაღალი სტანდარტების საბანკო პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებას.