logo

ბიზნესი

ფიზიკური პირი

პაშა ბანკი

პაშა ბანკმა მომხმარებლებისთვის საერთაშორისო გადახდების გამარტივების მიზნით VISA B2B connect დანერგა

პაშა ბანკმა და Visa-მ ოფიციალურად მოაწერეს ხელი პარტნიორობის ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს ახალი საერთაშორისო გადარიცხვების სერვისის – VISA B2B Connect-ის დანერგვას. ცერემონია გაიმართა პაშა ბანკის საქართველოს სათავო ოფისში. ღონისძიებას დაესწრნენ პაშა ბანკის გენერალური დირექტორი რამილ იმამოვი, Visa-ს რეგიონალური მენეჯერი კავკასიაში დიანა კიღურაძე, ასევე ბანკისა და Visa-ს წარმომადგენლები. image00003.jpeg VISA B2B Connect-ის მეშვეობით, პაშა ბანკის მომხმარებლებს უკვე აქვთ შესაძლებლობა განახორციელონ სწრაფი, უსაფრთხო და გამჭვირვალე საერთაშორისო გადარიცხვები 200-ზე მეტ ქვეყანაში და 160-ზე მეტ ვალუტაში. პლატფორმა მომხმარებლებს სთავაზობს ტრანზაქციების რეალურ დროში მონიტორინგს და უზრუნველყოფს მონაცემთა მაღალ დაცულობას.

„ჩვენი თანამშრომლობა Visa-სთან ხელს უწყობს ჩვენი მომხმარებლებისთვის საერთაშორისო გადარიცხვების პროცესის გამარტივებას. VISA B2B Connect-ის დანერგვა წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს პაშა ბანკის სტრატეგიულ განვითარებაში და საშუალებას აძლევს ჩვენს კლიენტებს, ისარგებლონ თანამედროვე ფინანსური სერვისებით მარტივად და კომფორტულად“, – განაცხადა რამილ იმამოვმა, პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

“მოხარული ვართ Visa B2B Connect-ის ქსელის პაშა ბანკით გაფართოებით. ამ ინოვაციური ტექნოლოგიის მუდმივი განვითარებით ჩვენ ვზრდით ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების და მათი კორპორატიული კლიენტების ეფექტურობას და მხარს ვუჭერთ ბიზნესებსა და მცირე და საშუალო მეწარმეობას, რათა ისარგებლონ Visa B2B Connect-ის პლატფორმით და მისი უპირატესობებით. Visa-ს სჯერა, რომ ბანკებისთვის, როგორც სანდო პარტნიორებისთვის სერვისების ეფექტურობის გაზრდით, ჩვენ ვავითარებთ ციფრულ გადახდებს და ელექტრონულ კომერციას ადგილობრივ და გლობალურ დონეზე " – აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიაში.