logo

ბიზნესი

ფიზიკური პირი

პაშა ბანკი

აკრედიტივი

პაშა ბანკი გთავაზობთ აკრედიტივებს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე საიმედო სავაჭრო ფინანსურ ინსტრუმენტს. ის უზრუნველყოფს ეფექტურ და დაცულ გარიგებებს მყიდველებსა და გამყიდველებს შორის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. აკრედიტივი არის ბანკის წერილობითი ვალდებულება, გადაუხადოს გამყიდველს თანხა მყიდველის სახელით, დოკუმენტურად დადასტურებული პირობების შესრულების შემთხვევაში, ეს ამცირებს რისკებს ორივე მხარისთვის და აყალიბებს საიმედო სავაჭრო ურთიერთობებს.
ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის აკრედიტივს. პაშა ბანკის გამოცდილი ვაჭრობის დაფინანსების გუნდი უზრუნველყოფს სრული პროცესის მხარდაჭერას – აკრედიტივის სტრუქტურირებიდან დოკუმენტების გადამოწმებამდე.

პირობები:

გამყიდველისთვის შემცირებულია გაყიდვებთან დაკავშირებული რისკები, რადგან გადახდა ხდება მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტების წარდგენისას 

თანხის გადახდა ხდება მხოლოდ შეთანხმებული პირობების შესრულების შემდეგ, რაც უზრუნველყოფს მყიდველის დაცულობას 

გარიგება სანდოა, რადგან დაცულია ბანკის ოფიციალური გარანტიით 

ხელშეკრულების პირობებზე მორგებული მაქსიმალურად მოქნილი სტრუქტურა 

ფულადი ნაკადების მართვა ხდება გაწერილი ვადებისა და პროგნოზირებადი გადახდების საშუალებით 

პაშა ბანკის ექსპერტები უზრუნველყოფენ სრულ მხარდაჭერას აკრედიტივის მთელ ციკლზე 

trade finance details