ბიზნესი
ფიზიკური პირი
პაშა ბანკი
პაშა ბანკმა საქართველოში გამოაქვეყნა 2024 წლის აუდიტირებული ფინანსური შედეგები, რომლის თანახმად ძირითად ფინანსური მაჩვენებლებში ბანკს აქვს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. აქტივების 33%-იანი ზრდით ბანკი ადგილობრივი ბაზრის ზრდას 1,6-ჯერ აჭარბებს. ეს შედეგები აჩვენებს ბანკის მზაობას მუდმივად შესთავაზოს მომხმარებლებსა და პარტნიორებს მათზე მორგებული გადაწყვეტილებები და მოუტანოს მათ დამატებითი სარგებელი.
აუდიტირებული ფინანსური მონაცემების მიხედვით, პაშა ბანკის 2024 წლის შედეგებია:
პაშა ბანკი საქართველოს გენერალურმა დირექტორმა, რამილ იმამოვმა, ბანკის შედეგებზე საუბრისას აღნიშნა: „პაშა ბანკი საქართველოს 2024 წლის ფინანსური შედეგები მისი სიძლიერისა და მდგრადობის მაჩვენებელია. ჩვენ წარმატებით გავზარდეთ აქტივების მოცულობა, საკრედიტო და დეპოზიტების პორტფელი, რაც მიუთითებს ჩვენს მიმართ კლიენტების ნდობაზე.“
2024 წელს პაშა ბანკმა მიიღო B/B გრძელვადიანი და მოკლევადიანი საკრედიტო რეიტინგი სტაბილური პროგნოზით S&P Global Ratings-სგან. ეს შეფასება ბანკის ფინანსური სტაბილურობისა და განვითარების ტენდენციის მაჩვენებელია.
“S&P Global Ratings-ის საკრედიტო რეიტინგი ჩვენი მყარი ფინანსური საფუძვლებისა და სწორი სტრატეგიული მიმართულების მაჩვენებელია,“ – თქვა რამილ იმამოვმა. „ჩვენ ვრჩებით ერთგულნი საქართველოს ბიზნესის მხარდაჭერისა და გრძელვადიანი პარტნიორობის მიმართ, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას.“