შაჰინ მამმადოვი

დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, გენერალური დირექტორი

გოგა ჯაფარიძე

დირექტორთა საბჭოს წევრი, კომერციული დირექტორი

ჩინგიზ აბდულაევი

დირექტორთა საბჭოს წევრი, ფინანსური დირექტორი


შაჰინ მამმადოვი

დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, გენერალური დირექტორი

შაჰინ მამმადოვმა აზერბაიჯანის სახელწიფო ეკონომოკური უნივერსიტეტის საბუღალტრო აღრიცხვის ფაკულტეტი 2002 წელს დაამთავრა. 2004 წელს მას ამავე უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხი მიენიჭა. 2010 წელს კი მან მიიღო ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიაში.

2003 წლიდან მამმადოვს შპს Kochbank Azerbaijan-ში ჯერ ბუღალტრისა და შემდგომ მთავარი ბუღალტრის მოადგილის თანამდებობები ეკავა. 2005 წელს მან მუშაობა დაიწყო Deloitte & Touche–ში ასოცირებულ აუდიტორად, მოგვიანებით აუდიტის მენეჯერის პოზიციაზე გადაინაცვლა.

შაჰინ მამმადოვი 2009 წელს “პაშა ბანკის” სათავო ოფისში ფინანსური მენეჯმენტის განყოფილების დირექტორი გახდა, ხოლო 2011 წელს აღმასრულებელი საბჭოს წევრად დაინიშნა. 2013 წელს ის “პაშა ბანკ საქართველოს” დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა და ბანკში ბიზნესის განვითარებას კურირებდა. 2014 წლის ივლისიდან კი ბანკის გენერალური დირექტორად და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. 2015 წლიდან შაჰინ მამმადოვი პაშა ბანკი თურქეთის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.

2012-2013 წლებში შაჰინ მამმადოვმა ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ლიდერობის უნარების განვითარების პროგრამის 1-4 მოდულები წარმატებით გაიარა, ხოლო 2017 წელს მე-5 მოდულიც დახურა და ამავე წლის ივლისში ჰარვარდის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებულის სტატუსი მიიღო.

2014 წლიდან შაჰინ მამმადოვი ACCA-ის წევრია. 

გოგა ჯაფარიძე

დირექტორთა საბჭოს წევრი, კომერციული დირექტორი

გიორგი (გოგა) ჯაფარიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის მეცნიერებათა ბაკალავრიატი 1996 წელს დაამთავრა, 2002 წელს ჰოფსტრას უნივერსიტეტში (ზარბის ბიზნეს სკოლა) მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. 2016 წელს მან ჩააბარა და 2017 წელს დაამთავრა ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ლიდერობის უნარების განვითარების პროგრამა. 

გოგა ჯაფარიძემ საბანკო კარიერა 2003 წელს, საქართველოს ბანკის შვილობილ საინვესტიციო ბანკში - “Galt and Taggart Securities” უმცროს სპეციალისტად დაიწყო, 2005 წელს მუშაობდა საქართველოს ბანკში უფროს საინვესტიციო ბანკირად. 2006-2011 წლებში ის იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სასესხო პროექტების უფროსი ბანკირი. მოგვიანებით ის “ბანკი რესპუბლიკა, ჯგუფი სოსიეტე ჟენერალის” კორპორატიული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა.

გოგა ჯაფარიძემ პაშა ბანკის კომერციულ დირექტორად მუშაობა 2014 წლის იანვარში დაიწყო. 2015 წლის აპრილიდან გოგა ჯაფარიძე სს პაშა ბანკი საქართველოს დირექტორთა საბჭოს წევრია.

 

ჩინგიზ აბდულაევი

დირექტორთა საბჭოს წევრი, ფინანსური დირექტორი

ჩინგიზ აბდულაევმა ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი მიიღო დასავლეთის უნივერსიტეტისგან (ბაქო, აზერბაიჯანი) 1999 წელს და მაგისტრის ხარისხი ფინანსებში აზერბაიჯანის სახელწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტისგან 2005 წელს. 

მან კარიერა დაიწყო ბაქოს საფონდო ბირჟაზე ლისტინგის განყოფილების უფროსის პოზიციაზე მუშაობით 2000 წელს. 2003 წელს შეუერთდა დელოიტის აუდიტისა და საკონსულტაციო განყოფილებას და მომდევნო 10 წლის განმავლობაში ეკავა წამყვანი პოზიციები KPMG-ში (რუსეთი),  Moore Stephens CIS-სა და RSM-ში (საქართველო), რომლებიც თავის მხრივ მუშაობდნენ ფინანსურ ინსტიტუტებთან ენერგეტიკის, სავაჭრო და სხვა ინდუსტრიულ სექტორებში. 

ჩინგიზ აბდულაევი სს „პაშა ბანკ საქართველოს“ შეურთდა 2014 წელს და დაიკავა ფინანსური მენეჯმენტის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა. 2016 წლის 13 იანვარს კი დაინიშნა დირექტორთა საბჭოს წევრად და ფინანსურ დირექტორად.