პაშა ბანკმა კამპანია “აღადგინეს“ ფარგლებში 2018 ძირი ხის დარგვა დააფინანსა

ახალი 2018 წელი პაშა ბანკმა კვლავ გარემოსდაცვითი აქტივობით მიულოცა თავის კლიენტებს და პარტნიორებს. მათ სახელზე ბანკმა კამპანია „აღადგინეს“ ფარგლებში 2018 ძირი ხის დარგვა დააფინანსა. აღნიშნული კამპანია მიზნად ისახავს ბორჯომის მახლობლად დამწვარი ტყის აღდგენას. 

“2017 წელს პაშა ბანკი საკმაოდ აქტიურად ერთვებოდა გარემოსდაცვით პროექტებში. გასული ახალი წელიც ჩვენს კლიენტებს და პარტნიორებს გამორჩეულად მივულოცეთ, მათ სახელზე ბორჯომის ტყის აღსადგენად 2017 ძირი ქართული ფიჭვი დავრგეთ. ამ საჩუქარს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, ამიტომ წელსაც შევინარჩუნეთ იგივე მიმართულება და კამპანია „აღადგინეს“ ფარგლებში ამჯერად 2018 ძირი ხის დარგვა დავაფინანსეთ. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პარტნიორები კმაყოფილი დარჩებიან ამ საჩუქრით.“ - თქვა პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა ანანო ქორქიამ.