ინფორმაციული უსაფრთხოების ანალიტიკოსი

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: რისკების მართვა
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 ივნისი, 2025 წ.
 

ეს შენი შანსია! შემოგვიერთდი - ახალი მწვერვალებისკენ, ერთად!
 

ჩვენ დაგახვედრებთ:

  • საერთაშორისო გარემოში მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას;
  • მხარდამჭერ და მეგობრულ გუნდს;
  • კონკურენტულ ანაზღაურებასა და ბენეფიტების პაკეტს, მოქნილი სამუშაო პირობებით;
  • მხარდაჭერას სწავლასა და განვითარებაში;
  • ღიაობას ინიციატივების მიმართ.
     

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კიბერრისკების იდენტიფიცირება და რისკების შესამცირებლად შესაბამისი ზომების მიღება;
  • უსაფრთხოების საკითხებზე ქსელისა და სისტემის ინფრასტრუქტურის მონიტორინგი;
  • ინფორმაციული და კიბერინციდენტების დაუყოვნებლივი რეაგირება და შესაბამისი ზომების მიღება;
  • უსაფრთხოების დარღვევების დოკუმენტირება და ზიანის შეფასება;
  • სხვადასხვა უსაფრთხოების ინსტრუმენტების, როგორიცაა SI&EM, დაუცველობის მართვა, ანტი-მავნე პროგრამები, IDS/IPS, WAF, DLP, PAM და ა.შ., ადმინისტრირებასა და მონიტორინგში მონაწილეობა.
  • მონაწილეობა მიიღოს უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის ჩარჩოების, პოლიტიკის, სტანდარტების, სახელმძღვანელო პრინციპების, პროცესებისა და პროცედურების დანერგვასა და განახლებაში, ეროვნული ბანკის რეგულაციებისა და NIST-ის კიბერუსაფრთხოების ჩარჩოს შესაბამისად;
  • ინფორმაციული აქტივების ინვენტარიზაციის მართვაში მონაწილეობა; კოდის ანალიზის ჩატარება;
  • პრივილეგირებული მომხმარებლებისთვის, IT ინფრასტრუქტურაზე უფლებებისა და წვდომის განსაზღვრა და მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: ბაკალავრის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებაში ან მასთან დაკავშირებულ სფეროში; სერტიფიკატები: CompTIA Security+/CCNA Security/CEH ან შ SANS_Sec450 ან შესაბამისი იქნება პლუსი.
სამუშაო გამოცდილება: 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ინფორმაციულ ტექონოლგიურ სფეროში. არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება ინფორმაციულ უსაფრთხოებაში.

უცხო ენები: ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, ინგლისური ენის (B2-Upper Intermediate) დონეზე ცოდნა (ვერბალური და წერითი უნარები)

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • მაღალი სამუშაო ეთიკა & სხვების პატივისცემა
  • ხარისხზე ორიენტაცია & ეფექტურობა
  • პასუხისმგებლობა & მიზანზე ორიენტაცია
  • კომუნიკაცია & საქმიანი ურთიერთობები
  • ინიციატივა & ინოვაცია

     

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას.

შეავსეთ განაცხადი