სადეპოზიტო სერტიფიკატი

პაშა ბანკის მიერ გამოშვებული სადეპოზიტო სერტიფიკატ(ებ)ის შეძენა რეკომენდებულია იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ გარკვეული თანხა, რომელიც არ დაგჭირდებათ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში და გსურთ, მიიღოთ მაღალი საპროცენტო სარგებელი. სადეპოზიტო სერტიფიკატის გაცემა ხდება ელექტრონული ფორმით. პაშა ბანკი საქართველო მომხმარებელს სთავაზობს სტანდარტულ და არასტანდარულ სადეპოზიტო სერტიფიკატს. სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატის პირობები რეგულირდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული „კომერციული ბანკების სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატების დებულების“ მიხედვით.

თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ საპროცენტო და დისკონტური სადეპოზიტო სერტიფიკატი:

საპროცენტო სადეპოზიტო  სერტიფიკატის შემთხვევაში, თქვენ სერტიფიკატს ყიდულობთ ნომინალურ ფასად, ხოლო ბანკი გიხდით საპროცენტო სარგებლს ყოველ თვე, კვარტლურად, წელიწადში ორჯერ ან ყოველწლიურად.

დისკონტური სადეპოზიტო სერტიფიკატის შემთხვევაში, თქვენ სერტიფიკატს ყიდულობთ დისკონტურ (შეღავათიან) ფასად, ხოლო ვადის ბოლოს იღებთ სერტიფიკატის ნომინალურ ღირებულებას. სერტიფიკატის ნომინალურ და დისკონტურ ღირებულებას შორის სხვაობა წარმოადგენს თქვენს სარგებელს.

ფიზიკური პირებისთვის ანაბრის პირობები იხილეთ ვებგვერდზე rebank.ge

ზოგადი პირობები:

ვალუტა: ლარი, აშშ დოლარი, ევრო
სადეპოზიტო სერტიფიკატის მინიმალური მოცულობა: 5,000 ლარი/აშშ დოლარი/ევრო
სადეპოზიტო სერტიფიკატის მაქსიმალური მოცულობა: 2,500,000 ლარი / 1,000,000 აშშ დოლარი/ევრო
ვადები: 3 თვე - 36 თვე


დისკონტური სადეპოზიტო სერტიფიკატი 

  ლარი ლარი (ეფექტური) დოლარი დოლარი (ეფექტური) ევრო ევრო (ეფექტური)
3 - <6 თვე 11.70% 11.94%-დან 1.55% 1.52%-დან 0.95% 0.93%-დან
6 - <12 თვე 12.00% 11.98%-დან 2.10% 2.09%-დან 1.65% 1.64%-დან
12 - <24 თვე 12.30% 11.64%-დან 2.65% 2.61%-დან 1.80% 1.78%-დან
24 - 36 თვე 12.55% 11.83%-დან 2.75%  2.71%-დან 1.95% 1.93%-დან
36 თვე 12.55% 11.23%-დან 2.75% 2.68%-დან 1.95% 1.91%-დან

 

საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატი

  ლარი ლარი (ეფექტური) დოლარი დოლარი (ეფექტური) ევრო ევრო (ეფექტური)
3 - <6 თვე 11.40% 11.74%-დან 1.45% 1.43%-დან 0.85% 0.83%-დან
6 - <12 თვე 11.70% 12.20%-დან 2.00% 2.00%-დან 1.55% 1.54%-დან
12 - <24 თვე 12.00% 12.64%-დან 2.55% 2.57%-დან 1.70% 1.71%-დან
24 - 36 თვე 12.25% 12.94%-დან 2.65% 2.68%-დან 1.85% 1.86%-დან
36 თვე 12.25% 12.94%-დან 2.65% 2.68%-დან 1.85% 1.86%-დან

 

არარეზიდენტი იურიდიული პირებისთვის საპროცენტო განაკვეთი 0,5%-ით ნაკლებია.

სხვა პირობები:

სადეპოზიტო სერტიფიკატის გასხვისების საკომისიო  შეადგენს გასხვისებული სერტიფიკატის ნომინალური ღირებულების 0.1%-ს, მინიმუმ 20 ლარს.

სადეპოზიტო სერტიფიკატის გამოსყიდვის საკომისიო განისაზღვრება დასრულებამდე დარჩენილი ვადის ან უახლოესი ვადის სერტიფიკატის შესაბამის საპროცენტო განაკვეთს + 3%-ის ოდენობით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატის ზემოთ მოცემული განაკვეთები განიხილება სარგებლის ყოველთვიურად გატანისას. ყველა სხვა შემთხვევა წარმოადგენს გამონაკლისს და განიხილება ინდივიდუალურად.

*ეფექტური საპროცენტო განაკვეთი დათვლილია 5 000 ერთეულზე. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი იცვლება სადეპოზიტო სერტიფიკატის მოცულობის, ვადის და საპროცენტო სარგებლის გატანის პერიოდულობის მიხედვით.