აუდიტის კომიტეტი შეიქმნა, რათა დახმარება გაუწიოს სამეთვალყურეო  საბჭოსა და დირექტორთა საბჭოს ბანკის შიდა კონტროლისა და რისკების მართვის სისტემების ეფექტურობისა და შესაბამისობის ზედამხედველობის პროცესში, დაეხმაროს მათ  დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმების შერჩევასა და მათთან კომუნიკაციაში,   ზედამხედველობა გაუწიოს ბანკის საქმიანობის შესაბამისობას არსებულ კანონმდებლობასთან.

კომიტეტი ანგარიშვალდებულია სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე.

აუდიტის კომიტეტი მოქმედებს აუდიტის კომიტეტის დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

 

კომიტეტის წევრები:

 

  • გიორგი ღლონტი - აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარე
  • შაჰინ მამმადოვი - აუდიტის კომიტეტის წევრი
  • ებრუ ოღან კნოტნერუსი - აუდიტის კომიტეტის წევრი

 

Audit Committee Statute

სტრატეგიისა და ბიუჯეტირების კომიტეტი შეიქმნა, რათა კონსულტაცია გაუწიოს  და ხელი შეუწყოს სამეთვალყურეო საბჭოს მასზე დაკისრებული მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების სათანადოდ შესრულების პროცესში. კომიტეტი უზრუნველყოფს ბანკის ბიზნეს გეგმის შესაბამისობას სტრატეგიის შემუშავებისა და წლიური ბიუჯეტის შესაბამისობას ბიუჯეტირების პროცესთან.

კომიტეტი ანგარიშვალდებულია სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე.

კომიტეტი მოქმედებს სტრატეგიისა და ბიუჯეტირების კომიტეტის დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

 

კომიტეტის წევრები:

 

  • ჯალალ გასიმოვი - სტრატეგიის და ბიუჯეტირების კომიტეტის თავმჯდომარე
  • მურად სულეიმანოვი - სტრატეგიის და ბიუჯეტირების კომიტეტის წევრი
  • თეიმურ ჰუსეინოვი - სტრატეგიის და ბიუჯეტირების კომიტეტის წევრი
  • ვუგარ ახუნდოვი - სტრატეგიის და ბიუჯეტირების კომიტეტის წევრი
  • ელმან ემინოვი - სტრატეგიის და ბიუჯეტირების კომიტეტის წევრი

 

Strategy and Budget Committee Statute

ადამიანური რესურსების მართვისა და ანაზღაურების კომიტეტი შეიქმნა, რათა კონსულტაცია გაუწიოს სამეთვალყურეო  საბჭოს ადამიანური რესურსების მართვისა და ანაზღაურების პოლიტიკის პირველადი მნიშვნელობის საკითხებთან დაკავშირებით და უზრუნველყოს  ის  შესაბამისი წინასწარი კვლევებით.

კომიტეტი ანგარიშვალდებულია სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე.

ადამიანური რესურსების მართვისა და ანაზღაურების კომიტეტი მოქმედებს ადამიანური რესურსების მართვისა და ანაზღაურების კომიტეტის დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

 

კომიტეტის წევრები:

 

  • ფარიდ მამმადოვი - პერსონალის მართვის და ანაზღაურების კომიტეტის თავმჯდომარე
  • აითენ აბასლი - პერსონალის მართვისა და ანაზღაურების კომიტეტის წევრი
  • ჯალალ გასიმოვი - პერსონალის მართვის და ანაზღაურების კომიტეტის წევრი

 

HR and Remuneration Committee Statute

რისკის მართვის კომიტეტი შეიქმნა რათა კონსულტაცია გაუწიოს და ხელი შეუწყოს სამეთვალყურეო  საბჭოს მასზე დაკისრებული მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების სათანადოდ შესრულების პროცესში, აგრეთვე უზრუნველყოს რისკებთან დაკავშირებული იდენტიფიკაციის, შეფასების, გაზომვის, კონტროლის, რეპორტინგისა და მონიტორინგის პროცესების და შესაძლებლობების ეფექტურობა.

კომიტეტი ანგარიშვალდებულია სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე.

რისკის მართვის კომიტეტი მოქმედებს რისკის მართვის კომიტეტის დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

 

კომიტეტის წევრები:

 

  • ჯალალ გასიმოვი - რისკის მართვის კომიტეტის თავმჯდომარე
  • ფარიდ მამმადოვი - რისკის მართვის კომიტეტის წევრი
  • რუსლან მამმადოვი - რისკის მართვის კომიტეტის წევრი
  • ელმან ემინოვი - რისკის მართვის კომიტეტის წევრი
  • კამალა ნურიევა - რისკის მართვის კომიტეტის წევრი

 

Risk Management Committee Statute