პაშა ბანკის კულტურა ჩამოყალიბდა ჩვენი ხედვისა და მისიის საფუძველზე - ვიყოთ კორპორაციული რეგიონული ბანკი, რომელიც იზიარებს საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენი გუნდი ბანკის ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ აქტივს წარმოადგენს. ჩვენ ერთად ვქმნით ჯანსაღ სამუშაო გარემოს, ერთმანეთს ვუზიარებთ ცოდნას და ვიყენებთ ჩვენს ძლიერ მხარეებს საერთო მიზნის მისაღწევად. ჩვენ კარგად გვესმის, რომ წარმატების მისაღწევად აუცილებელია სოლიდური საქმიანი რეპუტაცია, ეთიკის მაღალი სტანდარტები და ხარისხიანი მომსახურება. აღნიშნული კომპონენტების მიღწევა კი მოითხოვს კომპანიისა და მისი თანამშრომლების ერთობლივ ძალისხმევას. ჩვენ გამოვიმუშავეთ ურთიერთპატივისცემის, გამჭვირვალე ურთიერთობების კულტურა და ვცდილობთ, თითოეული თანამშრომლისთვის უზრუნველვყოთ ჯანსაღი სამუშაო გარემო, არჩევანის თავისუფლება და პროფესიული ზრდის საშუალება.
პაშა ბანკის კორპორაციული კულტურა, ადამიანური ღირსებისადმი პატივისცემასთან, გამჭვირვალობასა და უსაფრთხოებასთან ერთად, ბანკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღირებულებას წარმოადგენს. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს თანამშრომლებს და ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მათ ზრდას.
ჩვენი კულტურა - ჩვენი ძალაა, თანამშრომლები - აქტივი.
ახალი მწვერვალებისკენ. ერთად.