პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.
პაშა ბანკი არის პაშა ჰოლდინგის ნაწილი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს აზერბაიჯანის წამყვან საინვესტიციო ჯგუფს და ფლობს აქტივებს ისეთ სფეროებში, როგორიც არის დაზღვევა, კორპორაციული და საცალო საბანკო საქმიანობა, ქონების მართვა, მშენებლობა და ტურიზმი. ჰოლდინგის კაპიტალმა 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 6.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
პაშა ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 2013 წლის თებერვალში დაიწყო და 2018 წლის დეკემბრის მდგომარეობით მისმა მთლიანმა აქტივებმა 327 მილიონ ლარს გადააჭარბა. ბანკი გამოირჩევა მომსახურების მაღალი ხარისხით და საქმისადმი ექსკლუზიური მიდგომით, რითაც განპირობებულია ჩვენი სერვისით კმაყოფილი კლიენტების მზარდი რაოდენობა. ჩვენ ორიენტირებული ვართ როგორც საკუთარ, ასევე ჩვენი კლიენტების წარმატებაზე და მათთან ურთიერთობისას ვცდილობთ, ვიყოთ ორმაგად ყურადღებიანი. ჩვენი კლიენტების ინტერესი ჩვენი კორპორატიული სტრატეგიის ქვაკუთხედია და მიზნად ვისახავთ როგორც საკუთარი, ასევე მათი ბიზნესის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას. აღნიშნული ბიზნეს მიდგომა გადმოცემულია პაშა ბანკის ბრენდ სლოგანშიც „ახალი მწვერვალებისკენ. ერთად.“