•   კორპორაციული მართვა  

     

კორპორაციული მართვა

სამეთვალყურეო საბჭო

ფარიდ მამმადოვი

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

ჯალალ გასიმოვი

სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

შაჰინ მამმადოვი

სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

გიორგი ღლონტი

სამეთვალყურეო საბჭოს უფროსი დამოუკიდებელი წევრი

ებრუ ოღან კნოტნერუსი

სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი


ფარიდ მამმადოვი

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

ფარიდ მამმადოვმა საბაკალავრო განათლება პოლიტიკურ მეცნიერებაში სოციალური მენეჯმენტის და პოლიტიკურ მეცნიერებათა ბაქოს ინსტიტუტში მიიღო, ხოლო პოლიტიკური მეცნიერების მაგისტრის ხარისხი მოიპოვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის დაქვემდებარებაში არსებულ საჯარო ადმინისტრირების აკადემიაში.

მან თავისი საბანკო კარიერა 1999 წელს დაიწყო როგორც Credit Bank CB-ის საკრედიტო ოფიცერმა, 2001-2010 წლებში ის ღსს Bank of Baku-ს დაკრედიტების დეპარტამენტის დირექტორად და შემდგომში გენერალური დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. 2012 წელს მან პაშა ჰოლდინგის რისკების დირექტორის პოზიციაზე დაიწყო მუშაობა და ამავდროულად იყო ღსს პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრი 2013 წლის ივნისამდე.  აღნიშნული პერიოდიდან 2017 წლის თებერვლამდე, ის ღსს კაპიტალ ბანკის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ მუშაობდა. 2017 წლის თებერვლიდან ის შპს "პაშა ჰოლდინგის" გენერალური დირექტორის მოადგილე და ბიზნეს ჯგუფის დირექტორია. 

მას ფინანსურ ინსტიტუტებში მუშაობის თვრამეტწლიანი გამოცდილება აქვს.  

ფარიდ მამმადოვი პაშა ბანკი საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა 2017 წლის 1 ივნისიდან.

ჯალალ გასიმოვი

სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

ჯალალ გასიმოვმა აზერბაიჯანის ეკონომიკის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა, აკადემიური ხარისხი ეკონომიკურ ურთიერთობებში მიიღო აზერბაიჯანის უმაღლეს დიპლომატიურ კოლეჯში. მაგისტრის ხარისხს კი ბიზნეს ადმინისტრირებაში ვარვიკის ბიზნეს სკოლაში (ბრიტანეთი) დაეუფლა.  

ჯალალ გასიმოვმა საბანკო კარიერა OSJC İlkbank-ში (აზერბაიჯანი) მუშაობით დაიწყო  1999 წელს. 2002-2003 წლებში მას ეკავა კერძო კომპანიების ფინანსურ განყოფილებებში სხვადასხვა პოზიციები. 2003-2004 წლებში ის მუშაობდა ფინანსურ დირექტორად კომპანია Azpetrol Oil-ში, 2004-2006 წლებში Azpetrol Holding-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო.  ის შეუერთდა McKinsey & Company-ის მოსკოვის ოფისს და მუშაობდა კონსულტანტის პოზიციაზე 2006-2007 წლებში.  მას ეკავა უმაღლესი მმართველობითი თანამდებობები, იყო Bank of Baku-ს აღმასრულებელი დირექტორი, ფინანსური დირექტორი კომპანია CRA Group-ში, აღმასრულებლი დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე Unibank-ში 2007-2015 წლებში.

ჯალალ გასიმოვი პაშა ჰოლდინგს შეუერთდა, როგორც საბანკო ჯგუფის ხელმძღვანელი და აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე 2015 წელს, ამავდროულად მას ეკავა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა Kapital BANK OSJC-ში.
ჯალალ გასიმოვი პაშა ბანკ თურქეთის დირექტორთა საბჭოს წევრია. ის საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა 2015 წლის 26 ოქტომბერს.

 

შაჰინ მამმადოვი

სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

შაჰინ მამმადოვმა დაამთავრა აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი და მიიღო ბაკალავრის ხარისხი ბუღალტრულ აღრიცხვასა და აუდიტში 2002 წელს. 2004 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი იმავე უნივერსიტეტში და ფილოსოფიის დოქტორის წოდება ეკონომიკაში 2010 წელს.   

ბატონი მამმადოვის კარიერა დაიწყო 2003 წელს ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობით, მოგვიანებით ის დააწინაურეს Yapi Kredi Bank აზერბაიჯანის (ყოფილი Kochbank Azerbaijan JSB) მთავარი ბუღალტრის მოადგილედ. ის შეუერთდა დელოიტსა და ტუშს 2005 წელს, როგორც ასოცირებული აუდიტორი და შემდგომში დაწინაურებულ იქნა აუდიტის მენეჯერის თანამდებობაზე.

2009 წელს ბ-ნი მამმადოვი გადაყვანილ იქნა ფინანსური მართვის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე პაშა ბანკის სათაო ოფისში და 2011 წელს გახდა ფინანსური დირექტორი და აღმასრულებელი საბჭოს წევრი. 2013 წელს ის შეუერთდა პაშა ბანკი საქართველოს დირექტორთა საბჭოს და ზედამხედველობდა ბიზნესის განვითარების განყოფილებას. 2014 წლის ივლისში ის დაინიშნა პაშა ბანკის საქართველოს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ და გენერალურ დირექტორად. 2015 წლის მარტიდან შაჰინ მამმადოვი პაშა ბანკი თურქეთის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. 

2018 წლის იანვარში ბატონი მამმადოვი დაინიშნა პაშა ჰოლდინგის ბიზნეს სერვისების მხარდაჭერის დირექტორად და აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ. 2018 წლის 1 მარტიდან შაჰინ მამმადოვი გახდა პაშა ბანკი აზერბაიჯანის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ხოლო 2018 წლის 30 მაისიდან პაშა ბანკი საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

ბატონმა მამმადოვმა წარმატებით დაასრულა რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამა რიგ უმაღლეს ბიზნეს სასწავლებლებში, პაშა ჰოლდინგის მიერ 2013 წელს ორგანიზებულ მაღალი პოტენციალის მქონე ლიდერთა პროგრამის ფარგლებში. 

2012 წელს შაჰინ მამმადოვი ჩაერთო ჰარვარდის ბიზნესს სკოლის ლიდერობის განვითარების პროგრამაში (აღმასრულებელი განათლების პროგრამა) და 2013 წელს დაასრულა ამ პროგრამის 1-4 მოდული. 2017 წელს მან დაასრულა ამავე პროგრამის მე-5-ე მოდული. 2017 წლის ივლისში ბატონ მამმადოვს მიენიჭა ჰარვარდის ბიზნესს სკოლის კურსდამთავრებულის სტატუსი.

2014 წლიდან შაჰინ მამმადოვი არის დიპლომირებული ბუღალტერთა ასოციაციის წევრი  (ACCA).

გიორგი ღლონტი

სამეთვალყურეო საბჭოს უფროსი დამოუკიდებელი წევრი


გიორგი ღლონტმა საბაკალავრო და სამაგისტრო განათლება, როგორც ფინანსისტმა და ეკონომისტმა საბანკო საქმის სპეციალიზებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. 
საბანკო კარიერა მან 1992 წელს იბერია ბანკში საერთაშორისო ტრანზაქციების და დოკუმენტური ოპერაციების დეპარტამენტში ასისტენტის პოზიციაზე დაიწყო. 1994 წლიდან 1995 წლამდე კი ამავე დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობდა. 1995-1996 წლებში გიორგი ღლონტი თიბისი ჯგუფის და ალმა თიბისის ფინანსურ დირექტორად დაინიშნა. ამავდროულად, იყო თიბისი ბანკის დირექტორთა საბჭოს და საკრედიტო კომიტეტის წევრი. 1996 წლიდან 1999 წლამდე თბილუნივერსალ ბანკში იკავებდა საერთაშორისო განყოფილების უფროსის პოზიციას. 1999-2003 წლებში გიორგი ღლონტი იყო PwC-თან ასოცირებული კომპანიის UBC International LTD (Audit & Consulting) მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი, აქციონერი და მმართველი პარტნიორი. 2003 წლიდან 2005 წლამდე, საქართველოს სახალხო ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა. 2005 წელს პროფესიული კარიერა ეროვნულ ბანკში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე განაგრძო. ამავდროულად, 2008 წლამდე იყო ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი. 2008-2009 წლებში მუშაობდა საქართველოს სახალხო ბანკში (ამჟამად “ლიბერთი“), მთავარ აღმასრულებელ დირექტორად. 2009 წლიდან 2013 წლამდე კი კორ სტანდარტ ბანკის (ამჟამად „ტერა ბანკი“) მთავარი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა. 2013-2014 წლებში, გიორგი ღლონტი Phoenix Capital-ის მმართველი პარტნიორი და მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი იყო. 2014 წელს საკაბელო ტელევიზია Super TV-ში აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე გადაინაცვლა. 2014 წლიდან დღემდე, GFTC-ის (SWIFT Service Bureau) არა-აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს. ხოლო 2018 წელს, გახდა და დღემდე არის RSM Georgia Management & Consulting-ის მმართველი პარტნიორი.
გიორგი ღლონტი პაშა ბანკი საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი 2018 წლის 31 დეკემბრიდან, ხოლო აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარე 2019 წლის 1-ლი იანვრიდან გახდა.

ებრუ ოღან კნოტნერუსი

სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი


ებრუ ოღან კნოტნერუსს ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით, ანკარის შუა აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში მიენიჭა. მას არაერთი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა აქვს გავლილი, მათ შორის: ავთენტური მართვის განვითარების პროგრამა ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში, სტრატეგიული განვითარების პროგრამა ლონდონის ბიზნეს სკოლაში და ლიდერობის პროგრამა კოლუმბიის უნივერსიტეტში.
საბანკო კარიერა ებრუ ოღან კნოტნერუსმა 1991 წელს, PAMUKBANK-ში შიდა აუდიტის დეპარტამენტში დაიწყო. 1993-1997 წლებში FINANSBANK-ში, საბიუჯეტო დაგეგმვისა და ფინანსური კონტროლის მენეჯერის თანამდებობას იკავებდა. 1997 წლიდან 1999 წლამდე, DEMIRBANK-ში, უცხოური ინვესტიციების დეპარტამენტში მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა.
1999 წელს, ებრუ ოღან კნოტნერუსი OTTOMAN Bank-ს შეუერთდა, როგორც რისკების მენეჯმენტის და შიდა კონტროლის დეპარტამენტების ხელმძღვანელი, სადაც იმუშავა 2001 წლამდე.
2001-2003 წლებში, მან პროფესიული კარიერა BBVA Group - GARANTI Bank-ში განაგრძო, შვილობილი კომპანიების რისკების მენეჯმენტის დეპარტამენტის ხელმძღვანელად. 2016 წლიდან 2018 წლამდე კი, კომპანიის რისკების მენეჯმენტის დეპარტამენტის მმართველის პოზიციას იკავებდა.
2018 წელს ებრუ ოღან კნოტნერუსი პაშა ბანკს თურქეთში, როგორც საბჭოს დამოუკიდებელი წევრი შეუერთდა. ასევე, რისკების მენეჯმენტის საბჭოს წევრია და აუდიტის საბჭოს თავმჯდომარე. 
2018 წლის 31 დეკემბრიდან, ებრუ ოღან კნოტნერუსი პაშა ბანკ საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი გახდა, ხოლო 2019 წლის 1-ლი იანვრიდან აუდიტის კომიტეტის წევრია.
2019 წლის 31 დეკემბრიდან ებრუ ოღან კნოტნერუსი არის რისკის მართვის კომიტეტის თავჯდომარე.

დირექტორთა საბჭო

ნიკოლოზ შურღაია

დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, გენერალური დირექტორი

ლევან ალადაშვილი

დირექტორთა საბჭოს წევრი, რისკების დირექტორი

სელიმ ბერენტი

დირექტორთა საბჭოს წევრი, ფინანსური დირექტორი


ნიკოლოზ შურღაია

დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, გენერალური დირექტორი

ნიკოლოზ შურღაიამ 1995 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ფინანსების და კრედიტის სპეციალობით. ის ასევე ეკონომიკის მაგისტრია და ლონდონის ბიზნეს სკოლის ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული.

ნიკოლოზმა კარიერა 1994 წელს საქართველოს ექსიმბანკში დაიწყო (შემდგომ გაერთიანებული ქართული ბანკი) დაიწყო, სადაც 2002 წლამდე სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. 2004 წელს მოსკოვში, ის ABN AMRO BANK-ის ვიცე პრეზიდენტის თანაშემწედ დაინიშნა. 2005-2008 წლებში ლონდონში, EBRD-ის საფინანსო ინსტიტუტების ჯგუფში ძირითადი ბანკირი იყო.

ნიკოლოზ შურღაია 2008-2009 წლებში თბილისში, VTB ბანკის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა; ხოლო 2009-2011 წლებში, მას მინსკის Belarusky Narodny Bank-ის აღმასრულებელი თავმჯდომარის და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციები ეჭირა.

ნიკოლოზი 2012-2014 წლებში ბაქოში, Rabitabank-ის გამგეობის თავმჯდომარე იყო, ხოლო 2016-2020 წლებში - ბაქოში, Yelo Bank-ის გამგეობის თავმჯდომარედ მუშაობდა.

ნიკოლოზ შურღაია 2011 წლიდან დღემდე, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოსა და ყაზახეთში მომუშავე ფინანსური ინსტიტუტების დამოუკიდებელი მრჩეველია (საქართველოს საფონდო ბირჟა, პაშა ბანკი საქართველო, Bank Moscow-Minsk, EvrotorgInvestBank, Caspian Financial Group).

2021 წლის 29 აპრილს ნიკოლოზი სს პაშა ბანკ საქართველოს გენერალურ დირექტორად და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.

ლევან ალადაშვილი

დირექტორთა საბჭოს წევრი, რისკების დირექტორი

ლევან ალადაშვილმა 2005 წელს დაამთავრდა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი საბანკო საქმის სპეციალობით. მას არაერთი პროფესული ტრეინინგი აქვს გავლილი რისკების შეფასების, რისკების მენეჯმენტის და ფინანსური ანალიზის მიმართულებებით.

ლევან ალადაშვილმა კარიერა 2005 წელს პროკრედიტ ბანკში დაიწყო. 2006-2015 წლებში ის მუშაობდა ვითიბი ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების და საკრედიტო რისკების მიმართულებით. 

2015 წლიდან პროფესიული საქმიანობა მან სს პაშა ბანკ საქართველოში განაგრძო საკრედიტო რისკების დეპარტამენტის უფროსად, 2019-ში დამნიშნეს რისკების დირექტორის მოადგილის პოზიციაზე.

2021 წლის 17 მაისიდან ლევან ალადაშვილ სს პაშა ბანკ საქართველოს რისკების დირექტორის და დირექტორთა საბჭოს წევრის პოზიცია უკავია.

სელიმ ბერენტი

დირექტორთა საბჭოს წევრი, ფინანსური დირექტორი

სელიმ ბერენტმა სტამბოლის ქოჩის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრიატი დაამთავრა 1998 წელს. ის, ასევე, არის „რობერტ კოლეჯის“ (სტამბოლი) კურსდამთავრებული.

სელიმ ბერენტმა კარიერა 2003 წელს დაიწყო, როგორც ფინანსურმა კონტროლიორმა Roche Diagnostics-ში, სტამბოლში. შემდეგ ის მუშაობდა Pricewaterhouse Coopers-ში (სტამბოლი) უფროს კონსულტანტად, კომპანიებს კონსულტაციას უწევდა ფინანსური მიმართულების ეფექტურად მართვაში. 2012 წლის ნოემბერში მან კარიერა ბაქოში, ოქროს მომპოვებელ კომპანია AIMROC-ში განაგრძო, როგორც ფინანსურმა დირექტორმა.

ბატონი ბერენტი სს “პაშა ბანკ საქართველოს” 2019 წლის აპრილში შეუერთდა, როგორც დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველი სტრატეგიული მიმართულებით. აღნიშნულ პოზიციაზე ყოფნისას, სელიმ ბერენტმა ეფექტურად იმუშავა ბანკის სტრატეგიულ მიმართულებებზე.

ბატონი ბერენტი სს პაშა ბანკ საქართველოს სამეთვალყურეო საბჭომ ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე აირჩია და ის მოვალეობების შესრულებას 2020 წლის 24 სექტმებრიდან შეუდგა.

კომიტეტები

აუდიტის კომიტეტი შეიქმნა, რათა დახმარება გაუწიოს სამეთვალყურეო  საბჭოსა და დირექტორთა საბჭოს ბანკის შიდა კონტროლისა და რისკების მართვის სისტემების ეფექტურობისა და შესაბამისობის ზედამხედველობის პროცესში, დაეხმაროს მათ  დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმების შერჩევასა და მათთან კომუნიკაციაში,   ზედამხედველობა გაუწიოს ბანკის საქმიანობის შესაბამისობას არსებულ კანონმდებლობასთან.

კომიტეტი ანგარიშვალდებულია სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე.

აუდიტის კომიტეტი მოქმედებს აუდიტის კომიტეტის დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

 

კომიტეტის წევრები:

 

  • გიორგი ღლონტი - აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარე
  • შაჰინ მამმადოვი - აუდიტის კომიტეტის წევრი
  • ებრუ ოღან კნოტნერუსი - აუდიტის კომიტეტის წევრი

 

Audit Committee Statute

რისკის მართვის კომიტეტი შეიქმნა რათა კონსულტაცია გაუწიოს და ხელი შეუწყოს სამეთვალყურეო  საბჭოს მასზე დაკისრებული მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების სათანადოდ შესრულების პროცესში, აგრეთვე უზრუნველყოს რისკებთან დაკავშირებული იდენტიფიკაციის, შეფასების, გაზომვის, კონტროლის, რეპორტინგისა და მონიტორინგის პროცესების და შესაძლებლობების ეფექტურობა.

კომიტეტი ანგარიშვალდებულია სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე.

რისკის მართვის კომიტეტი მოქმედებს რისკის მართვის კომიტეტის დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

 

კომიტეტის წევრები:

 

  • ებრუ ოღან კნოტნერუსი - რისკის მართვის კომიტეტის თავმჯდომარე
  • ფარიდ მამმადოვი - რისკის მართვის კომიტეტის წევრი
  • გიორგი ღლონტი - რისკის მართვის კომიტეტის წევრი

 

Risk Management Committee Statute

აქციონერები

​ღია სააქციო საზოგადოება (ღსს) პაშა ბანკი (აზერბაიჯანი) არის პაშა ბანკი საქართველოს 100%-იანი წილის მფლობელი.

ბანკის პოლიტიკა

კორპორაციული მართვის პოლიტიკა

სს „პაშა ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭომ შეიმუშავა და 2016 წლის 7 მარტს დაამტკიცა ბანკის კორპორაციული მართვის პოლიტიკა. 
დოკუმენტი არის საჯარო და ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული მხარისთვის. მასში აღწერილია ბანკის კორპორაციული მართვის სტრუქტურა და მოცემულია სხვადასხვა მმართველ ორგანოთა უფლება-მოვალეობების შესახებ ინფორმაცია. 

ჩამოტვირთეთ დოკუმენტის სრული ვერსია

 

ეთიკის კოდექსი

სს „პაშა ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭომ შეიმუშავა და 2016 წლის 23 მაისს დაამტკიცა ბანკის ეთიკის კოდექსი. 
დოკუმენტი არის საჯარო და ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული მხარისთვის. ის წარმოადგენს ბანკის კორპორაციული მართვის პოლიტიკის განუყოფელ ნაწილს და მასში აღწერილი ეთიკურ-მორალურ პრინციპების ერთობლიობა წარმოადგენს ბანკისთვის მისაღებ ბიზნეს ქცევას.

ჩამოტვირთეთ დოკუმენტის სრული ვერსია

 

შესაბამისობის პოლიტიკა

სს „პაშა ბანკი საქართველო“-ს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ 2014 წლის 9 ოქტომბერს დამტკიცდა შესაბამისობის პოლიტიკა.
დოკუმენტი არის საჯარო და ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული მხარისათვის. მასში აღწერილია შესაბამისობასთან დაკავშირებული რისკები და შესაბამისობის პრინციპები.

 

ორგანიზაციული სტრუქტურა

იხილეთ ორგანიზაციული სტრუქტურა PDF ფორმატში