ასაფ ჰუსეინოვმა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური კიბერნეტიკის ბაკალავრიატი დაამთავრა 2005 წელს.
მან საბანკო კარიერა 2006 წელს დაიწყო აქსეს ბანკში წამყვან სპეციალისტად. 2009-2012 წლებში მუშაობდა აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტში სპეციალისტად. 2012-2015 წლებში აგრძელებს მუშაობას აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტში საბანკო ჯგუფის უფროსის პოზიციაზე. 2015-2016 წლებში განაგრძობს მუშაობას უნიბანკში მმართველი საბჭოს წევრისა და რისკების დირექტორის პოზიციებზე. 2016-2017 წლებში ამავე ბანკში აგრძელებს კარიერას გენერალური დირექტორის მოადგილისა და რისკების დირექტორის თანამდებობებზე. იგი 2017 წლის ივლისიდან 2019 წლის ნოემბრამდე იკავებდა უნიბანკის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის პოზიციას.
2016 წლის დეკემბრიდან 2020 წლის იანვრამდე ის იყო ბაქოს საფონდო ბირჟის მმართველი საბჭოს წევრი. 2018 წლის მაისიდან 2019 წლის დეკემბრამდე იგი იკავებდა აზერბაიჯანის საკრედიტო ბიუროს სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარის პოზიციას. ბატონ ასაფს აქვს საბანკო და ფინანსურ სექტორებში მუშაობის 11 წლიანი პროფესიული გამოცდილება. ამ პერიოდის განმავლობაში 7 წელი იკავებდა აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის ზედამხედველობის დეპარტამენტის საბანკო ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციას, ხოლო 4 წელი - უნიბანკის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილისა და რისკების დირექტორის თანამდებობებს.
საბანკო კარიერის განმავლობაში ასაფ ჰუსეინოვი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა პროექტებში. იგი იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საბანკო სისტემაში ნორმატიული დოკუმენტების შეცვლის შესახებ პროექტის წევრი; აზერბაიჯანის საკრედიტო ბიუროსთვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების და ასევე „შეფასების სისტემის“ შექმნა/დანერგვის პროექტის წევრი; ცენტრალური ბანკისთვის „მართვის საინფორმაციო სისტემის“ დანერგვასთან დაკავშირებული პროექტის წევრი; ფულის გათეთრების წინააღმდეგ (AML) ბანკების საქმიანობის შიდა კონტროლის სისტემის ეფექტურობის „შეფასების სისტემის“ დანერგვასთან და განვითარებასთან დაკავშირებული პროექტის წევრი; კომერციული ბანკებისთვის „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის“ განვითარების პროექტის წევრი; ასევე მონაწილეობას იღებდა საბანკო სექტორისთვის ჩარჩო რეკომენდაციის მომზადების პროცესში.
2014 წელს ასაფ ჰუსეინოვს მიღებული აქვს ნაფიც სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციის სერტიფიკატი საერთაშორისო ფინანსურ აღრიცხვაში. 2009 წლიდან დღემდე მას დაკავებული აქვს რისკების სპეციალისტთა მსოფლიო ასოციაციის (GARP) წევრის პოზიცია.
ასაფ ჰუსეინოვი 2019 წლის ნოემბერში შეუერთდა სს „პაშა ბანკი საქართველოს“ დირექტორთა საბჭოს და რისკების დირექტორის პოზიცია დაიკავა.