სადეპოზიტო სერტიფიკატი

პაშა ბანკის მიერ გამოშვებული სადეპოზიტო სერტიფიკატ(ებ)ის შეძენა რეკომენდებულია იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ გარკვეული თანხა, რომელიც არ დაგჭირდებათ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში და გსურთ, მიიღოთ მაღალი საპროცენტო სარგებელი. სადეპოზიტო სერტიფიკატის გაცემა ხდება ელექტრონული ფორმით. პაშა ბანკი საქართველო მომხმარებელს სთავაზობს სტანდარტულ და არასტანდარულ სადეპოზიტო სერტიფიკატს. სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატის პირობები რეგულირდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული „კომერციული ბანკების სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატების დებულების“ მიხედვით.

თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ საპროცენტო და დისკონტური სადეპოზიტო სერტიფიკატი:

საპროცენტო სადეპოზიტო  სერტიფიკატის შემთხვევაში, თქვენ სერტიფიკატს ყიდულობთ ნომინალურ ფასად, ხოლო ბანკი გიხდით საპროცენტო სარგებლს ყოველ თვე, კვარტლურად, წელიწადში ორჯერ ან ყოველწლიურად.

დისკონტური სადეპოზიტო  სერტიფიკატის შემთხვევაში, თქვენ სერტიფიკატს ყიდულობთ დისკონტურ (შეღავათიან) ფასად, ხოლო ვადის ბოლოს იღებთ სერტიფიკატის ნომინალურ ღირებულებას. სერტიფიკატის ნომინალურ და დისკონტურ ღირებულებას შორის სხვაობა წარმოადგენს თქვენს სარგებელს.

ზოგადი პირობები:

ვალუტა: ლარი, აშშ დოლარი, ევრო
სადეპოზიტო სერტიფიკატის მინიმალური მოცულობა: 1000 ლარი/აშშ დოლარი/ევრო
სადეპოზიტო სერტიფიკატის მაქსიმალური მოცულობა: 2,500,000 ლარი / 1,000,000 აშშ დოლარი/ევრო
ვადები: 3 თვე - 24 თვე

 

საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატი

  ლარი ეფექტური დოლარი ეფექტური ევრო ეფექტური
3  - < 6 თვემდე 10.15% 10.64%-დან 1.80% 1.82%-დან 0.80% 0.81%-დან
6 - < 9 თვემდე 10.25% 10.75%-დან 2.30% 2.33%-დან 0.95% 0.95%-დან
9 - < 12 თვემდე 10.35% 10.86%-დან 2.70% 2.73%-დან 1.05% 1.06%-დან
12 - < 15 თვემდე 10.40% 10.91%-დან 3.25% 3.30%-დან 1.95% 1.97%-დან
15 - < 18 თვემდე 10.50% 11.02%-დან 3.30% 3.35%-დან 2.05% 2.07%-დან
18 - < 21 თვემდე 10.55% 11.08%-დან 3.40% 3.44%-დან 2.15% 2.17%-დან
21 - < 24 თვემდე 10.60% 11.13%-დან 3.60% 3.65%-დან 2.55% 2.57%-დან
24 თვემდე 10.65% 11.19%-დან 3.70% 3.75%-დან 2.65% 2.68%-დან

 

დისკონტური სადეპოზიტო სერტიფიკატი

  ლარი ეფექტური დოლარი ეფექტური ევრო ეფექტური
3  - < 6 თვემდე 10.20% 10.51%-დან 1.85% 1.86%-დან 0.85% 0.85%-დან
6 - < 9 თვემდე 10.40% 10.58%-დან 2.35% 2.36%-დან 1.00% 1.00%-დან
9 - < 12 თვემდე 10.60% 10.65%-დან 2.75% 2.76%-დან 1.30% 1.30%-დან
12 - < 15 თვემდე 10.80% 10.71%-დან 3.30% 3.30%-დან 2.00% 2.00%-დან
15 - < 18 თვემდე 11.00% 10.77%-დან 3.35% 3.33%-დან 2.10% 2.09%-დან
18 - < 21 თვემდე 11.20% 10.82%-დან 3.50% 3.46%-დან 2.40% 2.39%-დან
21 - < 24 თვემდე 11.35% 10.82%-დან 3.65% 3.59%-დან 2.65% 2.62%-დან
24 თვემდე 11.55% 10.95%-დან 3.75% 3.68%-დან 2.75% 2.71%-დან

 სხვა პირობები:

სადეპოზიტო სერტიფიკატის გასხვისების საკომისიო  შეადგენს გასხვისებული სერტიფიკატის ნომინალური ღირებულების 0.1%-ს, მინიმუმ 20 ლარს.

სადეპოზიტო სერტიფიკატის გამოსყიდვის საკომისიო განისაზღვრება დასრულებამდე დარჩენილი ვადის ან უახლოესი ვადის სერტიფიკატის შესაბამის საპროცენტო განაკვეთს + 3%-ის ოდენობით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატის ზემოთ მოცემული განაკვეთები განიხილება სარგებლის ყოველთვიურად გატანისას. ყველა სხვა შემთხვევა წარმოადგენს გამონაკლისს და განიხილება ინდივიდუალურად.

*ეფექტური საპროცენტო განაკვეთი დათვლილია 1000 ერთეულზე. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი იცვლება სადეპოზიტო სერტიფიკატის მოცულობის, ვადის და საპროცენტო სარგებლის გატანის პერიოდულობის მიხედვით.

2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სიტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. ნებისმიერ დეპოზიტორ ფიზიკურ პირს თითოეულ კომერციულ ბანკში დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული თანხა დეპოზიტების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად 15,000 ლარის ფარგლებში აუნაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge.

**არარეზიდენტი ფიზიკური პირებისთვის ანაბრის საპროცენტო განაკვეთი 0,5%-ით ნაკლებია.