ოფიციალური შეტყობინება

წესები და პირობები

  • ვებ გვერდი წარმოადგენს სს „პაშა ბანკი საქართველო“-ს (შემდგომში „ბანკი“) საკუთრებას;
  • ვებ გვერდი და ოფიციალური შეტყობინება რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ვებ გვერდის შემცველობა/შინაარსი

ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია, შესაძლოა, მოიცავდეს სამომავლო პროგნოზებს, რომლებიც ეფუძნება ბანკის მენეჯმენტის გათვლებს და შეეხება ისეთ სამომავლო საკითხებს, როგორიცაა ბანკის ეკონომიკური შედეგები, ბიზნესგეგმები და სტრატეგიები. აღნიშნული პროგნოზები, შესაძლოა, უკავშირდებოდეს გარკვეულ რისკებს და მოცემული მომენტისთვის უცნობი მიზეზებიდან გამომდინარე, შესაძლოა, მივიღოთ პროგნოზირებულისგან მატერიალურად განსხვავებული ფაქტობრივი შედეგები. მიმდინარე შედეგებში სხვაობის გამომწვევი გარემოებები შესაძლოა იყოს (თუმცა არ შემოიფარგლებოდეს): ახალი რეგულაციები, კონკურენტული გარემო, ტექნოლოგიური ცვლილებები და სხვა ფაქტორები. ბანკის არც ერთი თანამშრომელი ან აქციონერი, დირექტორი, ოფიცერი, დაქირავებული თუ დაკავშირებული პირი, მრჩეველი ან/და წარმომადგენელი არ იღებს პასუხისმგებლობას ვებ გვერდის ან მისი შინაარსის გამოყენების ან მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხის გამო წარმოშობილ ნებისმიერ ზიანზე. შესაბამისად, ბანკის მიერ ან ბანკის სახელით, აქციონერების, დირექტორების, ოფიცრების, თანამშრომლების, წარმომადგენლების მიერ ან/და მათი სახელით არ გაიცემა პირდაპირი ან ირიბი გარანტია ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციისა და მოსაზრებების სიზუსტესთან, სისრულესთან ან სისწორესთან დაკავშირებით. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ დამატებითი კონსულტაცია ან რეკომენდაციები იურიდიული, საგადასახადო ან საინვესტიციო კონსულტანტებისგან, რათა სრულყოფილად და დეტალურად იქნას გაანალიზებული ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია სხვადასხვა საბანკო პროდუქტისა და მომსახურების შესახებ. 
ამასთანავე, „ბანკი“ არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის ტექნიკური საშუალებების, მათ შორის აპარატურის, პროგრამების/პროგრამული უზრუნველყოფის ან/და სხვა საშუალებების დაზიანებაზე, რომლებიც გამოყენებულ იქნენ ვებ გვერდზე წვდომისათვის ან/და ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის ან/და მომსახურებების გამოსაყენებლად.
თქვენ ვალდებულებას იღებთ, რომ ვებ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას მიიღებთ და გამოიყენებთ მხოლოდ თქვენი პირადი და არა-კომერციული მიზნებისათვის.

ინფორმაცია ფინანსურ ინსტრუმენტებზე

ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული წესები და პირობები მოცემულია მხოლოდ ინფორმაციისთვის. ამგვარი ინფორმაცია არ წარმოადგენს „ბანკის“ მხრიდან შეთავაზებას, რომ შეიძინოთ, გაყიდოთ ან/და მიიღოთ ამგვარი ფინანსური ინსტრუმენტები ან/და მომსახურება. „ბანკი“ არ არის პასუხისმგებელი იმ ინფორმაციის სისწორეზე, რომელიც მიღებულია გარე რესურსებისგან. 
წინა პერიოდის მაჩვენებლებთან დაკავშირებული ინფორმაცია წარმოადგენს მხოლოდ გათვლებს და არ წარმოადგენს სამომავლო შედეგების სარწმუნო ინდიკატორს.

ინტელექტუალური საკუთრება

ვებ გვერდი მთლიანად რეგულირდება საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობით, რომელიც, ზოგადად, დაკავშირებულია სავაჭრო ნიშნებთან, საავტორო უფლებებთან და ინტელექტუალურ საკუთრებასთან. ვებ გვერდზე არსებული მასალა წარმოადგენს „ბანკის“ ექსკლუზიურ საკუთრებას. შესაბამისად, თქვენ გეკრძალებათ ამ მასალის გამოყენება „ბანკის“ წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. აკრძალულია ვებ გვერდის შინაარსის ნებისმიერი საშუალებით ან ფორმით რეპროდუცირება (ქეშირებისა და კადრირების ჩათვლით), წარმოდგენა, გავრცელება ან გაუვრცელებლობა, მთლიანად ან ნაწილობრივ. გარდა ამისა, ნებისმიერი გაყიდვა, გადაყიდვა, ხელახალი გადაცემა ან ხელმისაწვდომობა მესამე პირებისთვის. ამ აკრძალვების ნებისმიერი ფორმით შეუსრულებლობა წარმოადგენს დარღვევას, რომელიც გამოიწვევს დამრღვევის სამოქალაქო და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.