სტაჟირება

GROW – Get Ready for Opportunities at Work

პაშა ბანკის სტაჟირების პროგრამა თქვენი კარიერის შესანიშნავი დასაწყისია. ჩვენ გთავაზობთ სტაჟირების განსხვავებულ, ანაზღაურებად პროგრამებს, სრულ ან ნახევარ განაკვეთზე დასაქმების შესაძლებლობით. ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და ცნობისმოყვარე ახალგაზრდებს, რომლებსაც ჩავრთავთ თეორიული და პრაქტიკული სწავლების საინტერესო პროგრამებში.

პაშა ბანკში სტაჟირების ადგილები შეზღუდულია და შერჩევა კონკურენტულ გარემოში მიმდინარეობს.

  • მოთხოვნები: ინგლისური ენის კარგი ცოდნა (B1 - Intermediate დონე); განათლება - ახალი კურსდამთავრებული ან მინიმუმ ბაკალავრიატის მესამე კურსის სტუდენტი.
  • სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-6 თვე
  • სამუშაო გრაფიკი: სრული ან ნახევარი განაკვეთი

სტანდარტული სტაჟირების პროგრამა

სტანდარტული სტაჟირების პროგრამა ცხადდება კონკრეტული მიმართულებით სტაჟიორის ვაკანსიის გაჩენის შემთხვევაში.

თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების გარდა, ამ პროგრამის ფარგლებში, სტაჟიორები უზრუნველყოფილი იქნებიან უშუალო ხელმძღვანელის/მენტორისა და გუნდის წევრების სრული მხარდაჭერით.


ფრონტ-ოფისის სტაჟირების პროგრამა

ფრონტ-ოფისის სტაჟირების პროგრამა მოიცავს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სწავლების კურსს. სტაჟირება შედგება 2 ეტაპისგან. თეორიული კურსის შემდგომ, ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში,  სტაჟიორები გადადიან მეორე, პრაქტიკული სწავლების (სტაჟირება სამუშაო ადგილას) ეტაპზე.

შესაბამისი ვაკანტური პოზიციის გამოჩენისთანავე წარმატებულ და მოტივირებულ სტაჟიორებს პაშა ბანკში კარიერის განვითარების შესაძლებლობა მიეცემათ.

შეგიძლიათ დაელოდოთ სტაჟირებას, ან წინასწარ შეავსოთ განაცხადი და აირჩიოთ თქვენთვის საინტერესო მიმართულება. შესაბამისი სტაჟირების პროგრამის გაჩენის შემთხვევაში დაგიკავშირდებით და ჩაგრთავთ შერჩევის პროცესში, თუ თქვენი მონაცემები დააკმაყოფილებს მიმართულების მოთხოვნებს.