მოთხოვნამდე ანაბარი

მოთხოვნამდე ანაბრის მთავარი უპირატესობაა მასზე განთავსებული თანხის ხელმისაწვდომობა ნებისმიერ დროს. ეს იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნამდე ანაბრის გახსნის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ შეუზღუდავად გაიტანოთ ან დაამატოთ თანხა და ამასთან, მიიღოთ მაღალი საპროცენტო სარგებელი. ის ყოველი დღის ბოლოს გამოითვლება ანგარიშზე არსებული ნაშთის მიხედვით და ყოველთვიურად დაგერიცხებათ ანაბარზე.

 

ზოგადი პირობები

მოთხოვნამდე ანაბრის გახსნა შეგიძლიათ ჩვენს ფილიალში.

მინ. მოცულობა გახსნისთვის: 10 ლარი / 10 აშშ დოლარი / 10 ევრო

მაქს. მოცულობა გახსნისთვის: 2,500,000 ლარი / 1,000,000 აშშ დოლარი/ევრო

 

საპროცენტო განაკვეთი

ლარი

აშშ დოლარი

ევრო

ნომინალური

ეფექტური*

ნომინალური

ეფექტური*

ნომინალური

ეფექტური*

6.75%

6.88%

1.25%

1.23%

0.05%

0.02%

  * ეფექტური საპროცენტო განაკვეთი დათვლილია შემდეგი მაგალითის მიხედვით: ანაბრის გახსნისას მომხმარებელს შეაქვს 1000 ერთეული და ყოველი თვის პირველ რიცხვში საანაბრე ანგარიშს ნაღდი ანგარიშსწორებით ამატებს 1000 ერთეულს; 

არარეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის ანაბრის საპროცენტო განაკვეთი 0,5%-ით ნაკლებია.

2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „ანაბრების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ ანაბრების დაზღვევის სისტემაში. ნებისმიერ მეანაბრე ფიზიკურ პირს თითოეულ კომერციულ ბანკში ანაბარზე/ანგარიშზე არსებული თანხა ანაბრების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად 5,000 ლარის ფარგლებში აუნაზღაურდება ანაბრების დაზღვევის სააგენტოს მიერ, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ ანაბრების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge