მოთხოვნამდე ანაბარი

პაშა ბანკის მოთხოვნამდე ანაბრით სარგებლობა შეუძლიათ როგორც მსხვილ, ასევე საშუალო და მცირე საწარმოებს, რომლებსაც აქვთ 1 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის წლიური ბრუნვა, ან აქვთ პოტენციალი, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მიაღწიონ ამ მაჩვენებელს.

მოთხოვნამდე ანაბრის მთავარი უპირატესობაა მასზე განთავსებული თანხის ხელმისაწვდომობა ნებისმიერ დროს. ეს იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნამდე ანაბრის გახსნის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ შეუზღუდავად გაიტანოთ ან დაამატოთ თანხა და ამასთან, მიიღოთ მაღალი საპროცენტო სარგებელი. ის ყოველი დღის ბოლოს გამოითვლება ანგარიშზე არსებული ნაშთის მიხედვით და ყოველთვიურად დაგერიცხებათ ანაბარზე.

ზოგადი პირობები:

ვალუტა: ლარი, აშშ დოლარი, ევრო
ანაბრის მინიმალური ბალანსი გახსნისთვის და სარგებლის დარიცხვისთვის: 5,000 ლარი/აშშ დოლარი/ევრო
ანაბრის მაქსიმალური ბალანსი გახსნისთვის და სარგებლის დარიცხვისთვის: 2,500,000 ლარი, 1,000,000 აშშ დოლარი/ევრო

საპროცენტო განაკვეთები:

ლარი

აშშ დოლარი

ევრო

ნომინალური

ეფექტური*

ნომინალური

ეფექტური*

ნომინალური

ეფექტური*

4%

4.07%

0.75%

0.75%

0.25%

0.25%

* ეფექტური საპროცენტო განაკვეთი დათვლილია შემდეგი მაგალითის მიხედვით: ანაბრის გახსნისას მომხმარებელს შეაქვს 5,000 ერთეული და ყოველი თვის პირველ რიცხვში საანაბრე ანგარიშზე ამატებს 1,000 ერთეულს; ეფექტური საპროცენტო განაკვეთი იცვლება ანაბრის მოცულობის და ვადის მიხედვით.

არარეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის ანაბრის საპროცენტო განაკვეთი 0,5%-ით ნაკლებია.

2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „ანაბრების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ ანაბრების დაზღვევის სისტემაში. ნებისმიერ მეანაბრე ფიზიკურ პირს თითოეულ კომერციულ ბანკში ანაბარზე/ანგარიშზე არსებული თანხა ანაბრების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად 5,000 ლარის ფარგლებში აუნაზღაურდება ანაბრების დაზღვევის სააგენტოს მიერ, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ ანაბრების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge