შაჰინ მამმადოვმა დაამთავრა აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი და მიიღო ბაკალავრის ხარისხი ბუღალტრულ აღრიცხვასა და აუდიტში 2002 წელს. 2004 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი იმავე უნივერსიტეტში და ფილოსოფიის დოქტორის წოდება ეკონომიკაში 2010 წელს.
ბატონი მამმადოვის კარიერა დაიწყო 2003 წელს ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობით, მოგვიანებით ის დააწინაურეს Yapi Kredi Bank აზერბაიჯანის (ყოფილი Kochbank Azerbaijan JSB) მთავარი ბუღალტრის მოადგილედ. ის შეუერთდა დელოიტსა და ტუშს 2005 წელს, როგორც ასოცირებული აუდიტორი და შემდგომში დაწინაურებულ იქნა აუდიტის მენეჯერის თანამდებობაზე.
2009 წელს ბ-ნი მამმადოვი გადაყვანილ იქნა ფინანსური მართვის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე პაშა ბანკის სათაო ოფისში და 2011 წელს გახდა ფინანსური დირექტორი და აღმასრულებელი საბჭოს წევრი. 2013 წელს ის შეუერთდა პაშა ბანკი საქართველოს დირექტორთა საბჭოს და ზედამხედველობდა ბიზნესის განვითარების განყოფილებას. 2014 წლის ივლისში ის დაინიშნა პაშა ბანკის საქართველოს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ და გენერალურ დირექტორად. 2015 წლის მარტიდან შაჰინ მამმადოვი პაშა ბანკი თურქეთის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.
2018 წლის იანვარში ბატონი მამმადოვი დაინიშნა პაშა ჰოლდინგის ბიზნეს სერვისების მხარდაჭერის დირექტორად და აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ. 2018 წლის 1 მარტიდან შაჰინ მამმადოვი გახდა პაშა ბანკი აზერბაიჯანის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ხოლო 2018 წლის 30 მაისიდან პაშა ბანკი საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
ბატონმა მამმადოვმა წარმატებით დაასრულა რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამა რიგ უმაღლეს ბიზნეს სასწავლებლებში, პაშა ჰოლდინგის მიერ 2013 წელს ორგანიზებულ მაღალი პოტენციალის მქონე ლიდერთა პროგრამის ფარგლებში.
2012 წელს შაჰინ მამმადოვი ჩაერთო ჰარვარდის ბიზნესს სკოლის ლიდერობის განვითარების პროგრამაში (აღმასრულებელი განათლების პროგრამა) და 2013 წელს დაასრულა ამ პროგრამის 1-4 მოდული. 2017 წელს მან დაასრულა ამავე პროგრამის მე-5-ე მოდული. 2017 წლის ივლისში ბატონ მამმადოვს მიენიჭა ჰარვარდის ბიზნესს სკოლის კურსდამთავრებულის სტატუსი.
2014 წლიდან შაჰინ მამმადოვი არის დიპლომირებული ბუღალტერთა ასოციაციის წევრი (ACCA).