სიახლეები

21.09.2023

ცვლილება პაშა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში

პაშა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დაემატა ორი წევრი: როვშან ალავერდიევი და კამალა ნურიევა. ასევე თანამდებობა დატოვა სამეთვალყურეო საბჭოს ორმა წევრმა: ბატონ ჯალალ გასიმოვმა და ფარიდ მამედოვმა.

11.07.2023

პაშა ბანკი თორაძის საერთაშორისო ფესტივალის სპონსორია

პაშა ბანკის დაფინანსებით ახალგაზრდა მუსიკოსებს გადაეცათ მუსიკალური ინსტრუმენტებისთვის საჭირო ინვენტარი, რომლითაც ისინი წარდგებიან სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებზე.

27.06.2023

პაშა ბანკი ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გალა კონცერტის სპონსორია

პაშა ბანკის მხარდაჭერით 2 ივნისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრმა ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გალაკონცერტს უმასპინძლა.

03.09.2021

პაშა ბანკის პრო ბონო ვებინარი თემაზე: "კიბერუსაფრთხოება ყოველდღიურ ცხოვრებაში"

პაშა ბანკმა ჩაატარა პრო ბონო ვებინარი სათემო ორგანიზაციებისათვის, თემაზე "კიბერუსაფრთხოება ყოველდღიურ ცხოვრებაში". პრო ბონო ვებინარს უძღვებოდა პაშა ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილების უფროსი - ზაზა გაბაშვილი.

24.05.2021

პაშა ბანკი საქართველო ADA უნივერსიტეტის ვებინარების სერიის სპონსორია
 

პაშა ბანკი საქართველო საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ვებინარების სერიისა და პუბლიკაციის სპონსორია. მისი ორგანიზატორი აზერბაიჯანის წამყვანი საგანმანათლებლო ინსტიტუტი ADA უნივერსიტეტია.

22.03.2021

პაშა ბანკმა კრწანისის ტყე-პარკში ხეების დარგვისა და დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა

პაშა ბანკმა 21 მარტს, ტყეების საერთაშორისო დღეს, მონაწილეობა მიიღო CENN-ის მიერ ორგანიზებულ ხეების დარგვისა და დასუფთავების აქციაში, რომელიც კრწანისის ტყე-პარკში გაიმართა.

31.12.2020

პაშა ბანკის მხარდაჭერით, წეროვანში ახალგაზრდული სამკითხველო მოეწყო


 

პაშა ბანკის მხარდაჭერით, წეროვანში ახალგორის დევნილი მოსახლეობისთვის ახალგაზრდული სამკითხველო მოეწყო. პროექტის ინიციატორი ეროვნული ბიბლიოთეკის საგანმანათლებლო მოძრაობა, ეკვილიბრიუმია.

23.04.2020

 პაშა ბანკი და რე|ბანკი თანამშრომლებს სრულად შეინარჩუნებენ
 

2020 წლის დასაწყისში გლობალურად გავრცელებულმა პანდემიამ COVID-19 ნეგატიური გავლენა მოახდინა მსოფლიო ეკონომიკაზე. ბევრი კომპანია შექმნილი ვითარების გამო იძულებული გახდა, რადიკალური საკადრო პოლიტიკა გაეტარებინა.

06.03.2020

პაშა ბანკი საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნეს ფორუმის
გენერალური პარტნიორია

პაშა ბანკის გენერალური პარტნიორობით და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, 5 მარტს სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნეს ფორუმი გაიმართა.

31.01.2020

პაშა ბანკი ჟურნალ Entrepreneur-ის ღონისძიების სპონსორია

„ბიზნეს ტრენდები 2020 წელს“ - ეს იყო პანელური დისკუსიის თემა, რომელიც ჟურნალმა Entrepreneur-მა პაშა ბანკის სპონსორობით გამართა.