ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: რისკების მართვის დეპარტამენტი
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 იანვარი, 2025
ჩვენ დაგახვედრებთ:
- საერთაშორისო გარემოში მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას
- მხარდამჭერ და მეგობრულ გუნდს
- კონკურენტულ ანაზღაურებასა და ბენეფიტების პაკეტს, მოქნილი სამუშაო პირობებით
- მხარდაჭერას სწავლასა და განვითარებაში
- ღიაობას ინიციატივების მიმართ
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ERM ში ჩართვა (რისკის იდენტიფიკაცია, შეფასება, მონიტორინგი, კომუნიკაცია, რისკის კულტურა, მართვა და ა.შ.);
- RAS-ის განსაზღვრაში ჩართვა, აქციონერთა პოლიტიკის შესაბამისად, სწორი ანგარიშგების უზრუნველყოფა, გუნდის ინფორმირება პოტენციური დარღვევების შესახებ, პროცესის შემდგომი მონიტორინგი;
- Stress-testing მოდელების შექმნა, შედეგების მონიტორინგი/ანალიზი, შესაბამისი პრეზენტაციის მომზადება; დაგეგმილი სავალდებულო stress-testing ში მონაწილეობის მიღება, შედეგების კონსოლიდაცია და მარეგულირებელ ორგანოსთან კომუნიცირება;
- საკრედიტო რისკის, ლიკვიდობის რისკის, საბაზრო რისკის და ა.შ. გასაზომად შესაბამისი ინტრუმენტის შექმნა და მართვა;
- თანამშრომლობა შესაბამის გუნდებთან, კაპიტალის დაგეგმვის, გამოყენებისა და ოპტიმიზაციის ინსტრუმენტების შემუშავებისა და დანერგვის მიზნით, ფოკუსირება ICAAP და კაპიტალის მარეგულირებელ მოთხოვნებზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: ბაკალავრის ხარისხი შესაბამის დარგში-ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები, ბუღალტერია;
სამუშაო გამოცდილება: ფინანსურ ინსტიტუტში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
უცხო ენები: ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ინგლისური ენის მინიმუმ (B2-Upper-Intermediate) დონეზე ცოდნა;
ტექნიკური ცოდნა და უნარები: ფინანსების მაღალ დონეზე ცოდნა; MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
საჭირო უნარ-ჩვევები:
- მაღალი სამუშაო ეთიკა & სხვების პატივისცემა;
- ხარისხზე ორიენტაცია & ეფექტურობა;
- პასუხისმგებლობა & მიზანზე ორიენტაცია;
- კომუნიკაცია & საქმიანი ურთიერთობები;
- ინიციატივა & ინოვაცია.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!