ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: მომხარებელთა მომსახურების დეპარტმანეტი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 მაისი, 2025
ეს შენი შანსია! შემოგვიერთდი - ახალი მწვერვალებისკენ, ერთად!
ჩვენ დაგახვედრებთ:
- საერთაშორისო გარემოში მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას
- მხარდამჭერ და მეგობრულ გუნდს
- კონკურენტულ ანაზღაურებასა და ბენეფიტების პაკეტს, მოქნილი სამუშაო პირობებით
- მხარდაჭერას სწავლასა და განვითარებაში
- ღიაობას ინიციატივების მიმართ
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომსახურების ხარისხის შეფასება მომხმარებელთა გამოკითხვის გზით და კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის (call, chat, email) ანალიზი შიდა სტანდარტების მიხედვით;
- დეტალური უკუკავშირის და ანგარიშების მიწოდება მომსახურების უწყვეტი გაუმჯობესების მიზნით;
- ხარისხის შეფასების სტანდარტებისა და ძირითადი მაჩვენებლების (KPIs) განვითარების პროცესში მონაწილეობა და ოპტიმიზაცია;
- მომხმარებელთა კმაყოფილების ამაღლებაზე ზრუნვა და მომსახურების საერთო ხარისხის გაუმჯობესებაში გუნდების მხარდაჭერა;
- შიდა ცოდნის ბაზის მართვა და განახლება, ასევე პროცედურების გამარტივება მათი გამოყენებადობის გასაუმჯობესებლად;
- საბანკო სისტემების (ახალი და არსებული) ტესტირება და შეფასება, გაუმჯობესების რეკომენდაციების მოწოდება;
- მომხმარებელთა საჩივრებისა და მომსახურების ინციდენტების მართვა, ძირეული მიზეზების ანალიზი და პროცესების გაუმჯობესების წინადადებების შემუშავება;
- გუნდის დაგეგმვისა და შესრულების პროცესის ხელმძღვანელობა, ხელმძღვანელობისა და მენტორობის უზრუნველყოფა მაღალი შედეგების მისაღწევად;
- სასწავლო მასალებისა და მომხმარებელთა მომსახურების სკრიპტების შექმნა სიცხადისა და თანმიმდევრულობის უზრუნველსაყოფად;
- ანგარიშვალდებულების, გუნდური მუშაობისა და უწყვეტი გაუმჯობესების კულტურის განვითარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: ბაკალავრის ხარისხი (ბინეს ადმინისტრირება ან ფსიქოლოგიის მიმართულებით);
სამუშაო გამოცდილება: 3+ წლიანი გამოცდილება ბანკში ან მომხმარებელთან მომსახურების სფეროში;
უცხო ენები: ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, ინგლისურ ენის კარგად ცოდნა.
ტექნიკური ცოდნა და უნარები: MS Office პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის, მაღალ დონეზე ცოდნა.
საჭირო უნარ-ჩვევები:
- ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
- პრობლემების მოგვარების უნარი;
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
- ინიციატივების გამოჩენის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, ორგანიზაციული უნარები.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას.