ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: ბიზნესის განვითარების დეპარტამენტი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 31 მაისი, 2025
ეს შენი შანსია! შემოგვიერთდი - ახალი მწვერვალებისკენ, ერთად!
ჩვენ დაგახვედრებთ:
- საერთაშორისო გარემოში მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას
- მხარდამჭერ და მეგობრულ გუნდს
- კონკურენტულ ანაზღაურებასა და ბენეფიტების პაკეტს, მოქნილი სამუშაო პირობებით
- მხარდაჭერას სწავლასა და განვითარებაში
- ღიაობას ინიციატივების მიმართ
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პროდუქტის სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, ორგანიზაციული მიზნებისა და მომხმარებელთა საჭიროებების გათვალისწინებით;
- ბიზნესისა და ტექნიკური საჭიროებების გაანალიზება და მათგან კონკრეტული ამოცანების ჩამოყალიბება, რაც უზრუნველყოფს პროდუქტის ეფექტიან განვითარებას;
- დაინტერესებულ მხარეებთან (stakeholders) აქტიური კომუნიკაცია და მათი მოლოდინების მართვა;
- რეგულარული მუშაობა მრავალფუნქციურ გუნდებთან, პროდუქტების დროულად და ხარისხიანად მიწოდების უზრუნველსაყოფად;
- პროდუქტის რისკების, რეგულაციების და შესაბამისობის მოთხოვნების გათვალისწინება, რეგულაციებთან და შიდა პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე ფოკუსირება და გადაწყვეტების შექმნა, რომლებიც გაზრდის კლიენტის კმაყოფილებას და ბიზნესის ეფექტურობას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: ბაკალავრის ხარისხი ბიზნესში, ფინანსებში, ეკონომიკაში ან მსგავსი სფეროში (მაგისტრატურის ხარისხი/MBA - სასურველია);
სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება, სასურველია ფინანსურ სფეროში;
უცხო ენები: ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა;
ტექნიკური ცოდნა და უნარები: API-ების, ძირითადი საბანკო სისტემების, მონაცემთა ნაკადების და საწარმოს არქიტექტურის ცოდნა.
საჭირო უნარები და კომპეტენციები:
- ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის ჩატარების უნარები;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარები;
- გუნდში მუშაობის უნარი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას.