იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: უფროსი იურისტი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 10 ივნისი, 2025

ეს შენი შანსია! შემოგვიერთდი - ახალი მწვერვალებისკენ, ერთად!
 

ვენ დაგახვედრებთ:

  • საერთაშორისო გარემოში მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას
  • მხარდამჭერ და მეგობრულ გუნდს
  • კონკურენტულ ანაზღაურებასა და ბენეფიტების პაკეტს, მოქნილი სამუშაო პირობებით
  • მხარდაჭერას სწავლასა და განვითარებაში
  • ღიაობას ინიციატივების მიმართ

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბანკის პოლიტიკების, დოკუმენტაციისა და პროცესების იურიდიული შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • იურიდიული დეპარტამენტის გუნდის ეფექტიანი მართვა და კონტროლი;
  • დირექტორებისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების იურიდიულ საკითხებზე კონსულტირება;
  • ბანკის სამართლებრივი დავების მართვის სტრატეგიის შემუშავება და მისი განხორციელების ზედამხედველობა;
  • ორგანიზაციის იურიდიული საჭიროებებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების შემუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: მაგისტრის ხარისხი სამართლის დარგში;
სამუშაო გამოცდილება: იურიდიულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 7-წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე (საბანკო/საფინანსო ინსტიტუტში);
უცხო ენები: ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ინგლისური ენის C1 (Advanced) და რუსული ენის საშუალო დონეზე ცოდნა;
ტექნიკური ცოდნა და უნარები: სამოქალაქო კოდექსის, კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის და  კომერციული ბანკების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა რეგულაციების  ცოდნა; ხელშეკრულების მომზადების ცოდნა, სამართლებრივი წერის კარგი ცოდნა. Microsoft Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • გუნდის ეფექტური მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • პრობლემის გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას.

შეავსეთ განაცხადი