ბიუჯეტირების & რეპორტინგის & სტრატეგიის მართვის დეპარტამენტის უფროსი

პოზიციის სახელი:   ბიუჯეტირების & რეპორტინგის & სტრატეგიის მართვის დეპარტამენტის უფროსი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი:  ბიუჯეტირების & რეპორტინგის & სტრატეგიის მართვის დეპარტამენტი
განცხადების მიღების ბოლო ვადა:  20 ივნისი, 2023 წ.
 

ჩვენ დაგახვედრებთ:

  • საერთაშორისო გარემოში მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას
  • მხარდამჭერ და მეგობრულ გუნდს
  • კონკურენტულ ანაზღაურებასა და ბენეფიტების პაკეტს, მოქნილი სამუშაო პირობებით
  • მხარდაჭერას სწავლასა და განვითარებაში
  • ღიაობას ინიციატივების მიმართ
     

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ფინანსური (IFRS სტანდარტებითა და კანონით განსაზღვრული), MIS და კორპორაციული ცენტრის რეპორტინგის პროცესის მონიტორინგი
  • ფინანსური დირექტორისა და ბანკის ტოპ მენეჯმენტისთვის რეგულარული ფინანსური რეპორტების, ბიუჯეტისა და  ფინანსური პოზიციონირების შესახებ პროგნოზისა და ანალიზის მომზადება
  • ფინანსური ბიუჯეტების, სტრატეგიებისა და მეტრიკების შემუშავების, კაპიტალის მართვის კონტროლი/მონიტორინგი
  • დაგეგმვისა და ბიუჯეტირების პროცესის მართვა, მათ შორის: ბიუჯეტირებისთვის აუცილებელი ინსტრუქციებისა და ნიმუშების შემუშავება, სამუშაო გეგმის გასაუმჯობესებლად საჭირო ინსტრუმენტების დანერგვა, ბიუჯეტის შესამუშავებლად შესაბამის პროგრამებთან მუშაობა, ბიუჯეტების თანხვედრაში მოყვანა პროგრამულ სამუშაო გეგმებსა და ორგანიზაციულ მიზნებთან მიმართებაში
  • მიმდინარე ბიუჯეტისა და დანახარჯის პოლიტიკების ერთმანეთთან თანხვედრაში მოყვანა, პოლიტიკებისა და სისტემების გაუმჯობესებაზე ზრუნვა/დანერგვა დანახარჯების გაიდლაინების, ხარჯის დაზოგვის, გადანაწილებისა და წლიური დაგეგმვის ჭრილში
  • წლის განმავლობაში შესაბამის დეპარტამენტებთან/გუნდებთან რეგულარულად მუშაობა  მთლიანი ბიუჯეტის, ისევე როგორც კონკრეტული პროექტების ბიუჯეტის მონიტორინგისა და მართვის მიზნით
  • პროგრამული უზრუნველყოფის გუნდთან და მათ სისტემებთან აქტიური თანამშრომლობა, რათა უზრუნველყოფილ იქნას ფინანსური პროცესების უწყვეტობა, სიზუსტე და გამართული მუშაობა ისეთ მნიშვნელოვან პროცესებში, როგორებიცაა: ხარჯისა და შემოსავლის ზუსტი აღრიცხვა, რეპორტინგი და შესაბამისობა
  • ფინანსურ გუნდთან აქტიური თანამშრომლობა უფრო ეფექტური, შედეგიანი და სასარგებლო რეპორტებისა და ანალიზების შექმნის მიზნით
  • გუნდის წევრების განვითარებასა და მთლიანი გუნდის მოტივაციაზე ზრუნვა, მათთვის ფუნქციების ეფექტურად გადანაწილება
     

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: უმაღლესი განათლება ფინანსური მენეჯმენტის, ეკონომიკის ან ბუღალტერიის მიმართულებით
სამუშაო გამოცდილება: ფინანსურ ინსტიტუტში, მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება
უცხო ენები:  ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ინგლისური ენის C1 (Advanced) დონეზე ცოდნა; რუსული ენის B2 (Upper Intermediate) დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
ტექნიკური ცოდნა და უნარები: IFRS სტანდარტებისა და NBG მოთხოვნების სიღრმისეული ცოდნა; Microsoft Office პროგრამების Advanced დონეზე ცოდნა, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა; გამოცდილება ბიუჯეტირებასა და ბიუჯეტის დაგეგმვაში, მათ შორის წლიური ბიუჯეტის შემუშავების, პროგნოზისა და გადახრების ანალიზში; ქართული საბანკო სექტორისა და კანონით განსაზღვრული რეპორტინგის მოთხოვნების სიღრმისეული ცოდნა
 

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • ფინანსური ანალიზის უნარი
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • მონაცემთა პრეზენტაციის კარგი უნარი
  • პრობლემის გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა 
  • ლიდერული და გუნდის მართვის უნარები
  • კრეატიული/ეფექტური გადაწყვეტების მოძებნის უნარი

 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

შეავსეთ განაცხადი