კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტი

პოზიციის სახელი: კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: IT & საბანკო სისტემების განვითარების დეპარტამენტი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 13 ოქტომბერი, 2023 წ.


ეს შენი შანსია! შემოგვიერთდი - ახალი მწვერვალებისკენ, ერთად!

ვენ დაგახვედრებთ:

  • საერთაშორისო, გამოცდილ და მეგობრულ გუნდს
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს
  • მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობას
  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას თქვენთვის და ოჯახის წევრებისთვის
  • პროფესიულ განვითარებაში ხელშეწყობას
  • ხელმძღვანელისა და გუნდის წევრების მხარდაჭერას


ირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ინფორმაციულ  უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაბამისი პოლიტიკების, სტანდარტების, პროცესების, წესების, ინსტრუქციების, პროცედურების განახლება-დანერგვაში  მონაწილეობის მიღება,  საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციების, NIST კიბერ უსაფრთხოების ჩარჩოსთან შესაბამისობაში
  • ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნების შესაბამისად, უსაფრთხოების სისტემების დანერგვა/კონფიგურაცია მონიტორინგი (Firewall, WAF, IPS/IDS, SIEM და სხვა უსაფრთხოების სისტემები)
  • ინფორმაციული სისტემური ლოგების, კონფიგურაციული ცვლილებებისა და ქსელური აქტივობის მონიტორინგი
  • IT სისტემების სუსტი მხარეების/გაუმართავობის აღმოჩენა, იდენტიფიცირება და მოგვარების გზების აღმოჩენა მუდმივი მონიტორინგის გზით
  • უსაფრთხოების ტესტირებებებში მონაწილეობის მიღება, მონაცემთა დამუშავების ოპერაციების, ოპერატიული სისტემების, ქსელებისა და მათთან დაკავშირებული პროცესებისა და ფუნქციების შესამოწმებლად
  • ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების გამოძიება, მათი გამოსწორება და შესაბამის პირებთან რეპორტინგი
  • მონაწილეობის მიღება შეღწევადობის ტესტირებაში და სუსტი მხარეების აღმოფხვრა
  • ბანკის ბიზნეს უწყვეტობის გეგმის დანერგვასა და ტესტირებაში მონაწილეობის მიღება
  • ინფორმაციული უსაფრთხოების და კიბერ უსაფრთხოების კონტროლის მექანიზმის გაუმჯობესებასა და დანერგვაში მონაწილეობის მიღება
     

აკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:
ბაკალავრის ხარისხი
სამუშაო გამოცდილება: ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება; ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით არანაკლებ  2 წლიანი გამოცდილება
უცხო ენები: ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ინგლისური ენის მინიმუმ B2-Upper Intermediate დონეზე ცოდნა
ტექნიკური ცოდნა და უნარები:  ინფორმაციული უსაფრთხოების ფრეიმვორკებისა და სტანდარტების ცოდნა; ტექნიკური გამოცდილება ქსელების, სისტემებისა და ვირტუალიზაციის მიმართულებით; Windows და Linux სისტემების ადმინისტრირების ცოდნა; სასურველია ICT მონიტორინგის სისტემების ცოდნა; აუცილებელია SIEM-თან მუშაობის გამოცდილება; სასურველია Vulnerability Management-თან მუშაობის გამოცდილება; აუცილებელია AntiMalware პრინციპების ცოდნა; აუცილებელია IDS/IPS და  WAF თან მუშაობის გამოცდილება და ადმინისტრირების ცოდნა; სასურველია  DLP და PAM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება და ადმინისტრირების ცოდნა; სასურველია სერთიფიკატი  IT უსაფრთხოების მიმართულებით

 

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გუნდთან მუშაობის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • სტრესსა და შეზღუდულ დროში მუშაობის შესაძლებლობა
  • მოქნილობა
  • სწრაფად ათვისების უნარი

 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას.

შეავსეთ განაცხადი